ბოიკოტი არის პოლიტიკური განაცხადის ფორმა და როცა გვინდა, გამოვიყენებთ და როცა გვინდა, არა, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგა ბოკერიამ.
მისივე თქმით, ოპოზიცია პრემიერ მინისტრისთვის კითხვების დასასმელად პარლამენტის ტრიბუნას აუცილებლად გამოიყენებს.
„ბიძინა ივანიშვილის გარემოცვა პოლიტიკურ სპეკულაციას დემოკრატიას ეძახის. ეს გუშინ ძალიან კარგად გამოჩნდა, როდესაც სახალხო დამცველს სთხოვეს, დაგვეხმარეთ, რომ კრიტიკა აღარ ისმოდეს, დაიცავით ივანიშვილისა და ჩვენი უფლებები, ჩვენ ტანჯულები და დევნილები ვართო. ასეთ სიბრიყვეს იმეორებენ. ბოიკოტი არის პოლიტიკური განაცხადის ფორმა და როცა გვინდა, მაშინ გამოვიყენებთ და როცა გვინდა, არა. ამ ყველაფერს ლოგიკა აქვს. რეალურად, შუშის სასახლეში ზის გადაწყვეტილების მიმღები. როცა ფორმალურად მიდის ადამიანი ამ პანდემიის, უსაფრთხოების თვალსაზრისით ასეთი გამოწვევის დროს, ჩვენ რა თქმა უნდა, ამ ტრიბუნას გამოვიყენებთ. მესმის, რომ ივანიშვილის გუნდიდან უმრავლესობის წევრებს გული სტკივათ, რომ ამ კითხვებზე მათ პრემიერს პასუხი არ აქვს“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.