გიორგი გახარია: „შეიქმნა მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს პენსიონერებისთვის ყოველწლიურად პენსიის ზრდას და ეს არ იქნება დამოკიდებული არანაირ პოლიტიკურ სპეკულირებებზე“
26-06-2020, 15:46

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

2020 წლის 1-ლი იანვრიდან ყველა კატეგორიის პენსიონერებს პენსია გაეზარდათ 20 ლარით და გახდა 220 ლარი, – განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას.

 

 

პრემიერმა სოციალური დაცვის მიმართულებით საუბრისას ყურადღება გაამახვილა საპენსიო დახმარების კომპონენტზე.

 

 

„რა თქმა უნდა, ეს არის უკიდურესად ცოტა და გვესმის, რომ  ეს არ არის საკმარისი. გვესმის, რომ ეს არის ის მინიმუმი, რომელიც დღეს ჩვენ შეგვიძლია ჩვენს მოქალაქეებს შევთავაზოთ. გარდა ამისა, 2020 წლის 1-ლი ივლისიდან, 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერებს ექნებათ 30 ლარის ნამატი და მათი პენსია იქნება დაახლოებით 250 ლარი. მაღალმთიან რეგიონში მცხოვრები 70 წელს გადაცილებული პენსიონერებისთვის, პენსია იქნება 300 ლარი, მაგრამ ეს არ არის მთავარი. ვიცით, რომ ეს არ არის საკმარისი. მთავარია, რომ ჩვენ შეგვექმნა მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი პენსიონერებისთვის ყოველწლიურად პენსიის ზრდას, თუნდაც მინიმალურ, მაგრამ პენსიის ზრდას და ეს პენსიის ზრდა არ იქნება დამოკიდებული არანაირ პოლიტიკურ სპეკულირებებზე. ინდექსაციის ეს მექანიზმი, მთავრობამ მიიღო ეს გადაწყევტილება და ჩართულია. ეს არის ეკონომიკურ მაჩვენებლებზე მიბმული და შესაბამისად, შემდგომში გამორიცხულია პენსიის ზრდით, ან არ ზრდით პოლიტიკური სპეკულირება“, –  აღნიშნა გიორგი გახარიამ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი