პრემიერი: „როგორც სელექტიური კონტრაქტირება, ასევე ტარიფიკაციის ის მოდელები, რომელსაც ჩვენ ახლა ვნერგავთ არის გარდაუვალი და ეს უნდა მივიღოთ“
26-06-2020, 16:04

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

როგორც სელექტიური კონტრაქტირება, ასევე ტარიფიკაციის ის მოდელები, რომელსაც ჩვენ ახლა ვნერგავთ არის გარდაუვალი და ეს უნდა მივიღოთ - განაცხადა პრემიერმა გიორგი გახარიამ საქართველოს პარლამენტში ერთწლიაინი მოხსენების წარდგენისას.

 

 

„სამედიცინო ინფრასტრუქტურის ელემენტარული ხელმისაწვდომობა იყო ის პირველი ამოცანა, რომელიც ჯანდაცვის სისტემას უნდა გადაეწყვიტა, თუმცა ამის შემდგომ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ სისტემის განვითარებიდან გამომდინარე ჯანდაცვის სამინისტროს ახალი გამოწვევები და ახალი ამოცანები უდგება, რაც პირდაპირ არის სისტემის შემდგომი განვითარების მდგრადობის შენარჩუნება. სწორედ ამ მდგრადობის შენარჩუნების მიზანი იყო ის რეფორმები, რომელიც იყო დაწყებული, როგორც ტარიფიკაციით, ასევე სელექტიური კონტრაქტირების თვალსაზრისით“, - განაცხადა პრემიერმა.

 

 

მისი თქმით, კერძო სექტორის მხრიდან წინააღმდეგობის მიუხედავად ეს რეფორმები ჯანდაცვის სისტემას მდგრადი განვითარების შენარჩუნებისთვის ესაჭიროება.

 

 

„მესმის, რომ ეს ჯანდაცვის სისტემის ბევრი მოთამაშისთვის დისკომფორტის შემქმნელი იყო, მაგრამ ყველა მათგანი აღიარებს, რომ სისტემას სჭირდება მეტი, იმისთვის, რომ ჩვენ არ აღმოვჩნდეთ კოლაფსის წინაშე, ამიტომ ეს ის გარდაუვალი რეფორმებია, რომელიც სისტემამ უნდა გაატაროს ყველა შემთხვევაში და ამას ჩვენ თანმიმდევრულად ფრთხილად ბიზნესის და ჯანდაცვის სისტემის გათვალისწინებით გავაკეთებთ და გავაკეთებთ ერთად.

 

 

გვესმის, რომ აქ იქნება გარკვეული წინააღმდეგობები, მაგრამ ჩვენი ამოცანაა, რომ საყოველთაო ჯანდაცვის სისტემა ქვეყანაში უნდა იყოს მდგრადი და უნდა შეეძლოს ყოველდღიური შემდგომი პროგრესირება და განვითარება. ამიტომ როგორც სელექტიური კონტრაქტირება, ასევე ტარიფიკაციის ის მოდელები, რომელსაც ჩვენ ახლა ვნერგავთ არის გარდაუვალი და ეს უნდა მივიღოთ“, - განაცხადა გახარიამ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი