ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ახალდაბაში მდებარე ბეთანიის ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყო.
გეგმის თანახმად, ქუჩაზე მოეწყობა ბეტონის გზა და სანიაღვრე ქსელი. საერთო ჯამში, მოწესრიგდება 2 182 კვ. მ ფართობის ტერიტორია.
ადგილობრივ მცხოვრებლებს ვაკის რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე შეხვდა და სამუშაოების პროცესს დაესწრო.
„ბეთანიის ქუჩის განახლება ადგილობრივების დიდი თხოვნა იყო. დაზიანებული გზის და დიდი აღმართის გამო, ქუჩაზე შეუძლებელი იყო გადაადგილება, მათ შორის სასწრაფო სამედიცინო მომსახურების და საგანგებო სიტუაციების სამსახურის ავტომანქანების მოძრაობა. ამიტომ, ჩვენთვისაც და აქ მცხოვრები ადამიანებისთვისაც, ეს უმნიშვნელოვანესი პროექტია“, - განაცხადა ნოდარ ტურძელაძემ.
ახალდაბაში, ბეთანიის ქუჩის რეაბილიტაციის პროექტის ღირებულება 381 350 ლარს შეადგენს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.