ლევან დავითაშვილი: „პირდაპირი სუბსიდია რქაწითელის ჯიშის ყურძნისთვის იქნება განკუთვნილი“
26-06-2020, 17:28

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა პარლამენტში განაცხადა, რომ ხელისუფლება რთველის პერიოდში არც ამ ჯერზე მიატოვებს მოსახლეობას.

 

 

ლევან დავითაშვილი, პარლამენტში, პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას მიერ მთავრობის საქმიანობის 2019-2020 წლის ანგარიშის წარდგენას ესწრება.

 


„მე ვფიქრობ, მხოლოდ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაა ის ხელისუფლება, რომელმაც მევენახეობისა და მეღვინეობის განვითარებაში  უზარმაზარი წვლილი შეიტანა. მევენახეობა-მეღვინეობის დარგი განვითარების აბსოლუტურად სხვა დონეზე ავიდა. მხოლოდ ჩვენი ხელისუფლების პირობებში მოხერხდა ის, რომ  ფერმერის მიერ მოწეული მოსავალი, პრობლემების გარეშე, მთლიანად დაბინავებულია. სახელმწიფოს მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა გააჩნია. წელს გათვალისწინებულია, დაახლოებით, 40 მილიონი ლარის ოდენობის სუბსიდია. პირდაპირი სუბსიდია რქაწითელის ჯიშის ყურძნისთვის იქნება განკუთვნილი, ვინაიდან ჭარბი სწორედ რქაწითელის ჯიშის ყურძენია და ძირითადად პრობლემები სწორედ  ამ ჯიშის ყურძნის ჩაბარებასთან არის დაკავშირებული. ექსპორტის თითქმის 80%-მდე, 70%-ზე მეტი, წითელყურძნიანი ჯიშისგან წარმოებული წითელი ღვინოებია, მხოლოდ 20-25%-ია თეთრი ღვინოები.

 

 

მომავალ კვირას მთავრობა მიიღებს დადგენილებას რთველის ღონისძიების ხელშეწყობის შესახებ. ეს იქნება მკაფიოდ გაწერილი პირობები, რომელიც შეჯერებული და დარგთან  შეთანხმებულია. ეს არის ის  მაქსიმუმი, რაც არსებული ფინანსური შესაძლებლობებით გაკეთდა მოსახლეობისთვის. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ არც ერთი კილოგრამი ყურძენი, ისევე როგორც წინა წლებში, ჩაუბარებელი არ დარჩება. სახელმწიფო საწარმოს რესურსები იქნება სრულად გამოყენებული იმისთვის, რონ ის ჭარბი მოსავალი, რომელსაც კერძო სექტორი ვერ შეიძენს, დაბინავდეს“, - განაცხადა მინისტრმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი