გიორგი გახარია: „ბოლო ერთი თვის განმავლობაში მესამედ ვიმყოფები პარლამენტში, რაც არის საზოგადოების წინაშე ჩვენი პასუხისმგებლობის კომპონენტი და კიდევ ერთი არგუმენტი, რომ ქვეყანაში საპარლამენტო დემოკრატია ვითარდება“
26-06-2020, 18:27

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დღეს ფაქტობრივად, მესამე მოსვლაა პარლამენტში ერთი თვის განმავლობაში, რაც არის საზოგადოების წინაშე ჩვენი პასუხისმგებლობის კომპონენტი და შეიძლება იყოს კიდევ ერთი არგუმენტი და ფაქტორი იმისთვის, რომ ქვეყანაში საპარლამენტო დემოკრატია ვითარდება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას.

 

 

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ 2019-2020 წლების სამთავრობო პროგრამის შესრულების ანგარიში საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენილი იყო დაახლოებით 1 თვის წინ, შესაბამისად, ვისაც ინტერესი ჰქონდა, ექნებოდა შესაძლებლობა, ანგარიშს გაცნობოდა.

 

 

„მიუხედავად იმისა, რომ თებერვლიდან გლობალურადაც და ქვეყანაშიც, ჩვენ ფაქტობრივად ვებრძვით გლობალურ გამოწვევას პანდემიის სახით, რომელსაც აქვს როგორც ეპიდემილოგიური, ჯანდაცვის შემადგენელი, ასევე ეკონომიკური შემადგენელი, ის ოთხი ძირითადი პრიორიტეტული მიმართულება, რომელიც წარდგენილი იყო სამთავრობო პროგრამის დამტკიცების დროს, სხვადასხვა წარმატებით განხორციელების ფაზაშია. სადღაც გვაქვს სერიოზული მიღწევები, გარკვეული მიმართულებებით არის დარჩენილი გამოწვევები, თუმცა ოთხივე მიმართულებით მუშაობა არც ერთი წუთით არ შეჩერებულა და აქტიურად გრძელდება. პირველ რიგში, ეს გახლავთ უსაფრთხოება და ადამიანის უფლებები; ეკონომიკური განვითარება, განათლება და ადამიანური კაპიტალის განვითარება და სახელმწიფო მმართველობა", - აღნიშნა პრემიერმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი