გიორგი გახარია: „ ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას უნდა ჰქონდეს კონკრეტული განზომილებები, როგორიც არის განათლების მიმართულება, ტრანსპორტი, კავშირგაბმულობა, ენერგეტიკა, შრომის ბაზრები და ა.შ.“
26-06-2020, 18:32

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას ყურადღება გაამახვილა საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე და აღნიშნა, რომ ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაცია დღეს, როგორც ფაქტი გრძელდება და აქტიურად ღრმავდება და ეს არის ის მიმართულება, რომელიც ფუნდამენტში განსაზღვრავს ქვეყნის ხვალინდელ დღეს.

 

 

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას უნდა ჰქონდეს კონკრეტული განზომილებები, როგორიც არის განათლების მიმართულება, ტრანსპორტი, კავშირგაბმულობა, ენერგეტიკა, შრომის ბაზრები და ა.შ.

 

 

„ყველაზე მნიშვნელოვანი შემდგომი წლების განმავლობაში ჩვენთვის უნდა იყოს როგორც ევროკავშირთან დღეს არსებული საკანონმდებლო ჩარჩოს შემდგომი განვითარება, ასევე ახალი სფეროების გახსნა და აქ რა თქმა უნდა, ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია კავშირგაბმულობის ყველა სფეროს, ყველა მიმართულების როგორც ტრანსპორტის, ასევე სხვადასხვა სახის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავება. აქ უაღრესად ეფექტურად გამოსაყენებელია ის, რასაც ჰქვია ევროკავშირთან კავშირი შავი ზღვის კომპონენტის გათვალისწინებით და ამ მიმართულებით ჩვენ უაღრესად აქტიურები უნდა ვიყოთ. ჩვენ დღევანდელი მოხსენება, რომლითაც პირველ რიგში მოქალაქეების წინაშე წარვდგებით, მიმართულია იმისკენ, რომ ჩვენ სამთავრობო პროგრამის ოთხი მიმართულებით კონკრეტულ შედეგებზე ვისაუბროთ",- აღნიშნა პრემიერმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი