ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს 20 ივნისის წლისთავისადმი დაკავშირებულ განცხადებაში (სრული ტექსტი იხილეთ ქვევით), არსად არის ნახსენები სიტყვა „შ ტ უ რ მ ი“ (გერმანული ტერმინი, ქართულად - „იერიში“) და მითუმეტეს, „შტურმავიკები“ (ანუ, „მოიერიშეები“), რაზედაც მუდამ აპელირებს საქართველოს ხელისუფლება, საპარლამენტო უმრავლესობა და მთავრობა, რომ სწორედ „პარლამენტზე შტურმის“ გამო, ისინი იძულებულნი გახდნენ გამოეყენებინათ ძალისმიერი (არათანაზომადი!) მეთოდები მანიფესტანტების წინააღმდეგ!
რას ნიშნავს აშშ-ის საელჩოს ეს განცხადება? ეს იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლების მიერ „გავრილოვის ღამის/დილის“ გადაბრალება, ერთის მხრივ ქუცნაშვილზე და კობახიძეზე, მათი „დასჯა“ (პირველმა პარლამენტი დატოვა, მეორემ პარლამენტის სპიკერის პოსტი), მეორეს მხრივ, „შტურმის მომწყობ“ პროტესტანტებზე, ამერიკელებმა, უკაცრავად და - „არ ჭამეს“!.. საელჩოს განცხადებაში გაკეთებულ აქცენტებს აშკარად ეტყობა („რუსთაველის გამზირზე ათასობით ადამიანმა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია გააპროტესტა“!), რომ ამერიკელებისთვის 20 ივნისს მომხდარი ყველა დეტალი ცნობილია!..
დიახ, ხელისუფლების მაღალ ეშელონებში „დაავიწყდათ“, რომ ამერიკელებთან სტრატეგიული პარტნიორობა ნიშნავს სრულ ურთიერთნდობას, გამჭვირვალობას და არა „ვირეშმაკობას“!.. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც წესი, ამერიკელები შესაბამისს დასკვნებს აკეთებენ (ალბათ, უკვე გააკეთეს) და ეს უწინარესად შეეხება, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების სამართლიანად, დემოკრატიულად, ყოველგვარი გაყალბების გარეშე ჩატარებას!..
ამიტომ, ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს, თუკი საღად აზროვნების უნარი შერჩათ, რომ ამერიკელები არჩევნების ფალსიფიცირების მცდელობის შემთხვევაშიც კი, არალეგიტიმურად ცნობენ არჩევნების საბოლოო შედეგებს, აქედან გამომდინარე მძიმე შედეგებით... ხელისუფლებისთვის!!!
აშშ-ის საელჩოს განცხადება 20 ივნისის მოვლენების წლისთავზე! - „20 ივნისს ერთი წელი შესრულდა, რაც რუსთაველის გამზირზე ათასობით ადამიანმა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია გააპროტესტა. ვიხსენებთ რა ამ დღეს, როდესაც ასობით ადამიანი დაშავდა, ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ და მხარს ვუჭერთ მათ მოწოდებას რუსეთის აგრესიის შეწყვეტისა და საქართველოს დემოკრატიის განმტკიცებისკენ. გასული წელი საქართველოში გამოირჩეოდა გამოწვევებითა და გაურკვევლობით, დიალოგითა და კომპრომისით. მიუხედავად იმისა, რომ მომდევნო თვეებში მოსალოდნელია მეტი გამოწვევა, მათ შორის ერთ-ერთი ძირითადი გლობალური პანდემიაა, გაჩნდება შესაძლებლობებიც. შემდგომი დემოკრატიზაცია, მათ შორის საარჩევნო რეფორმები, რომელიც ხელს შეუწყობს მეტ პლურალიზმს პარლამენტში და წინსვლა ევროატლანტიკურ გზაზე კვლავაც რჩება საუკეთესო საშუალებად რუსული აგრესიისგან საქართველოს დასაცავად. ვიხსენებთ რა ერთი წლის წინანდელ მოვლენებს, ვუერთდებით ჩვენს ქართველ მეგობრებსა და პარტნიორებს საქართველოს უწყვეტი დემოკრატიული განვითარების, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერაში"! U.S. Embassy Tbilisi | 20 June, 2020.
პოლიტოლოგი
ჯუმბერ კირვალიძე
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.