იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, მიესალმება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებას, რომლის თანახამადაც მოსამართლე ირაკლი ადეიშვილს სასამართლო უფლებამოსილება არ გაუგრძელდა. ამის შესახებ თეა წულუკიანმა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა და აღნიშნა, რომ ადეიშვილი არის მოსამართლე, რომელიც სტრასბურგში ამტკიცებდა, რომ სანდრო გირგვლიანი ბუჩქებზე წაიქცა და ამგვარად, შემთხვევით გამოეჭრა ყელი.
"მინდა მივესალმო იუსტიციის უმაღლეს საბჭოში რამდენიმე დღის წინ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელმაც გადაწყვიტა, რომ ბატონი ირაკლი ადეიშვილისთვის აღარ განეახლებინა სასამართლო უფლებამოსილება. დიახ, ეს არის მოსამართლე, რომელიც სტრასბურგის სასამართლოში ბრძანდებოდა წარვლენილი წინა მთავრობის მიერ და ამტკიცებდა, რომ სანდრო გირგვლიანი არავის მოუკლავს, ის ბუჩქებზე წაიქცა და ამგვარად შემთხვევით გამოეჭრა ყელი.
დიახ, ასეთი მოსამართლეები უნდა წავიდნენ, მაგრამ ეს ვერ იქნება მოსამართლეზე ძალადობის პოლიტიკა. მათ უბრალოდ უნდა მივცეთ საშუალება დაასრულონ ვადა, მაგრამ ნურავინ იოცნებებს იმაზე, რომ სამუდამოდ გადაინიშნებიან", -განაცხადა წულუკიანმა.
მისივე თქმით, უზენაესი სასამართლოს წინა თავმჯდომარე ამ მოსამართლეებს, მათ შორის გირგვლიანის საქმეზე მოსამართლეებს პირდებოდა, რომ ისინი როდესაც 10 წელს ამოწურავდნენ, გადაინიშნებოდნენ სამუდამოდ.
"ეს ვერ მოხდება და ამის პირობას მე გაძლევთ ჩემს თანამებორძოლებთან ერთად. დაასრულონ ამ მოსამართლეებმა თავიანთი ვადა, მაგრამ ისინი ვერ გახდებიან მუდმივად ჩვენი შვილების ბედის გადამწყვეტები, რადგან მათ დაამტკიცეს, რომ ამის უნარჩვევები არ გააჩნიათ", -განაცხადა წულუკიანმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.