თავდაცვის ძალებში შეფმზარეულების გადამზადება იწყება
27-06-2020, 18:58

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინიციატივით, თავდაცვის ძალებში შეფმზარეულების გადამზადება იწყება. პროექტის შედეგად ქართველი სამხედროების მენიუ უფრო მრავალფეროვანი გახდება და საგრძნობლად გაუმჯობესდება მათი კვების ხარისხი. ირაკლი ღარიბაშვილმა პროექტის მონაწილეებს დღეს მცხეთაში, პირველი ქვეითი ბრიგადის სასადილოში უმასპინძლა. სტუმრებმა სასადილოს ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს, ქართული ჯარის კვების გაუმჯობესების მიზნით განხორციელებულ სიახლეებს გაეცნენ და პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

 

 

პროექტი, რომელიც თავდაცვის ძალების მზარეულების გადამზადებასა და მათი პროფესიული უნარ-ჩვევების ამაღლებას ისახავს მიზნად, 1 ივლისს წეროვანში, დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების სარეაბილიტაციო ცენტრში ოფიციალურად დაიწყება. სპეციალურად მოწყობილ საველე სამზარეულოში თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზებზე არსებულ სასადილოებში მომუშავე მზარეულებს მასტერკლასებს საქართველოში ცნობილი მზარეულები ჩაუტარებენ. ლევან კობიაშვილი, ლუკა ნაჭყებია, მანუელ ფაუნდეს ბარანდა და შეფმზარეული მაია კაციაშვილი ქართულ ჯარში მომუშავე შეფმზარეულებს თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს 44 დღის განმავლობაში ჩაუტარებენ. პროექტის მონაწილეები ქართული ჯარის კვების რაციონის გამრავალფეროვნებაზეც იმუშავებენ და მენიუს ახალ კერძებს შემატებენ. პირველ ეტაპზე მომზადებას 30 მზარეული გაივლის, რის შემდეგაც მათ სპეციალური სერტიფიკატები გადაეცემათ.

 

 

პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ, პროექტში მონაწილე მზარეულები მიღებულ ცოდნას პრაქტიკაში განახორციელებენ, პროცესის მონიტორინგს კი, საქართველოს კულინართა ფედერაციიდან 4 დარგის სპეციალისტი ჩაატარებს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი