საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული მე-15 პაციენტი გარდაიცვალა. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსით 3 ადამიანი დაინფიცირდა, 4 კი გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 924 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 785 უკვე გამოჯანმრთელდა, 15 ადამიანი კი გარდაიცვალა.
კორონავირუსით გარდაცვლილი მე-15 პაციენტი მცხეთის სამედიცინო ცენტრში მკურნალობდა.
როგორც კლინიკაში აცხადებენ, გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქე, 82 წლის მამაკაცია, რომელსაც თანმხლები დაავადებები ჰქონდა. იგი საქართველოში ერთ-ერთი მეზობელი ქვეყნიდან შემოვიდა.
„პაციენტი გარდაიცვალა გუშინ, 12:40 საათზე. ის იყო კრიტიკულად მძიმე პაციენტი, 82 წლის კოვიდინფიცირებული, რომელსაც ჰქონდა მრავალი თანმხლები დაავადება. დანარჩენი პაციენტების მსგომარეობა სტაბილურია, თუმცა ასევე გვყავს კიდევ ერთი კრიტიკულად მძიმე ინფიცირებული, რომელიც რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება“, – აცხადებენ კლინიკაში.
მათივე ცნობით, მდგომარეობა თავიდანვე იყო მძიმე, მრავლობითი თანმხლები დაავადებებით. ბოლო ორი კვირის განავლობაში პაციენტი ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე იმყოფებოდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.