თეა წულუკიანი: ჩემი წინამორბედი არ მომწონდა, მაგრამ ერთ რამეში ვცემდი და დღესაც ვცემ პატივს, რომ თქვენნაირებს ხმას არ აღებინებდა
24-09-2015, 05:02

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჩემი წინამორბედი არ მომწონდა, მაგრამ ერთ რამეში ვცემდი და დღესაც ვცემ პატივს, რომ თქვენნაირებს ხმას არ აღებინებდა. მე კიდევ იმიტომ ვარ მასზე უკეთესი, რომ თქვენ ხმას გაღებინებთ, - ასე მიმართა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საპარლამენტო უმცირესობის წევრ გიორგი კანდელაკს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე.


გიორგი კანდელაკის კითხვები თეა წულუკიანისადმი ე.წ.კაბელების საქმეს შეეხებოდა. კერძოდ, კანდელაკმა მინისტრს ჰკითხა, თუ როგორ ახსნის ის, რომ გრიფით "საიდუმლო" საქმის დეტალების გამაოგნებელი ცოდნა გამოამჟღავნეს ყოფილმა და მოქმედმა პრემიერებმა, ასევე, როგორ კომენტარს გააკეთებდა ის, ვენეციის კომისიის პრეზიდენტის განცხადებაზე, რომელმაც დაგმო საკონსტიტუციო სასამართლოს წევრებთან მიტინგების გამართვა, რა კომენტარს გააკეთებდა რუსთავის მეტალურგიული ქარხნის საქმესთან დაკავშირებით პრემიერის კრიტიკის შემდეგ სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების შეცვლაზე; შეცდომა იყო თუ არა ნაფიცი მსაჯულების ინსტიტუტის გაფართოების შეჩერება.


თეა წულუკიანმა კანდელაკის კითხვებს არასერიოზული უწოდა.


"მე ძალიან მიხარია, რომ მობრძანდით და ალბათ, მმართველი კოალიციის არც ერთ წევრს, რომ დამინახა მოსული ვარ, არ გამოუჩქარია და არ მოვარდნილა, რომ დამანახეთ ჩემი საყვარელი იუსტიციის მინისტრიო, თქვენ ეს გააკეთეთ და მადლობა ამისთვის. მე თქვენს არასერიოზულ კითხვებზე პასუხის გაცემას, რა თქმა უნდა, არ ვაპირებ. ცოტა საფუძვლიანი კითხვები დასვით ხოლმე. საზღვარგარეთ როდესაც ქვეყანას სახელს უტეხთ, საფუძვლიანი ინფორმაციები გააგზავნეთ. ამას მართლა გულისტკვილით გეუბნებით, იმიტომ რომ სადაც კი არ წავედი მივლინებით და მაღალი დონის შეხვედრები მქონია, ყველამ იცის თქვენი გვარი. ეს კარგია, მაგრამ როგორ იცის, იცით? ერთი მაღალჩინოსანი ერთი ქვეყნის რამდენიმე თვის წინ მეუბნება, რომ იმიტომ რომ აღარ მივიღო კანდელაკის იმეილები, იმეილის მისამართი შევიცვალეო და მეორე მაღალჩინოსანმა ევროკავშირის წევრი ქვეყნიდან მითხრა ორი თვის წინ, ამდენი რეფორმა თუ ჩაგიტარებია, ამდენი საქმე გიკეთებია, რატომ არ მითხარი, დავიღალე კანდელაკის ტყუილი იმეილების მიღებითო. დავიჯერებ, მერე გადავამოწმებ და აღმოჩნდება, რომ ტყუილს მწერსო, ამიტომ მოდი დავსერიოზულდეთ", - მიმართა წულუკიანმა კანდელაკს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი