საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების პროექტს
29-06-2020, 12:00

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი განიხილა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე. კომიტეტის თავმჯდომარის გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, საქართველოს კონსტიტუციაში შესაბამისი ცვლილების მიღებიდან საჭიროა, რომ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში შევიდეს ცვლილებები, რომ მე-10 მოწვევის პარლამენტს საქართველოს კონსტიტუციასთან თავსებადი რეგლამენტი დახვდეს.

 

 

„გამომდინარე იქიდან, რომ პრინციპული ცვლილებები შედის კონსტიტუციაში, მაგალითად ის, რომ აღარ იქნება უმცირესობა და უმრავლესობა, როგორც პოლიტიკური სუბიექტები, იქნება საპარლამენტო ოპოზიცია და საპარლამეტო უმრავლესობა, ასევე მე-10 მოწვევის პარლამენტში ძირითადი მოთამაშეები იქნებიან ფრაქციები, იცვლება ფრაქციების შექმნის წესიც, ცვლილებაა ვიცესპიკერების რაოდენობაში და სხვა. ამ პრინციპული საკითხებიდან გამომდინარე საჭიროა ტექნიკური ცვლილებები, ისეთი, რომელიც უკვე საშუალებას მისცემს მე-10 მოწვევის პარლამენტს, რომ ერთი მხრივ იმუშაოს კონსტიტუციასთან შესაბამისი რეგლამენტით და მეორე მხრივ იყოს უფრო რაციონალური და ოპტიმალური მისი საქმიანობა“.

 

 

ირაკლი კობახიძე პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების პროექტი ირაკლი კობახიძემ გამოიტანა სხდომაზე. მისი თქმით, მესამე მოსმენისთვის პროექტში ტექნიკური სარედაქციო ცვლილებებია შეტანილი, მათ შორის არ არის ისეთი ცვლილება, რომელიც რაიმე ფორმით გავლენას მოახდენდა შინაარსზე.

 

 

კომიტეტმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ კანონპროექტს და მისგან გამომდინარე კანონპროექტებს: „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი