მთაწმინდის გამგეობა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას განაგრძობს. ამ ეტაპზე, გზის სრული რეაბილიტაცია ვერაზე, ი. ნიკოლაძის ქუჩაზე მიმდინარეობს.
მასშტაბური სამუშაოების შედეგად, ამორტიზებული გზის საფარი 3 700 კვ.მ ფართობზე კაპიტალურად შეკეთდება, რისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 300 000 ლარი არის გამოყოფილი.
პროექტის ფარგლებში, დაიგება ორფენიანი ასფალტი, მოეწყობა ბორდიური და ტროტუარები.
მიმდინარე პროცესს მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე გაეცნო.
საგზაო სამუშაოებს, მთაწმინდის გამგეობის დაკვეთით, შპს „პარმა” ასრულებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.