ანრი ოხანაშვილი: „საკონსტიტუციო ცვლილებები ნამდვილად ისტორიული შეთანხმება და ისტორიული ცვლილებებია“
29-06-2020, 13:25

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. საკითხი კომიტეტზე პარლამენტის წევრმა, ირაკლი კობახიძემ წარმოადგინა, რომელმაც კოლეგებს იურიდიული დეპარტამენტის მიერ მომზადებული რედაქციული და ტექნიკური ხასიათის ცვლილებები გააცნო. კომიტეტის თავმჯდომარემ მომხსენებელს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და ცვლილებების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

 

 

„დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ იმ უდიდესი შრომისთვის, რომელიც თქვენ ცვლილებების შემუშავებისთვის გაწიეთ. ეს ნამდვილად ისტორიული ცვლილებებია, ეს არის ისტორიული შეთანხმება და ცვლილებებს მაქსიმალური გაფრთხილება სჭირდება. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი გუნდი, „ქართული ოცნების“ გუნდი, პარლამენტის 92 წევრი, პლენარულ სხდომაზე სრულად დაუჭერს მხარს. მნიშვნელოვანია, რომ ეს ცვლილებები სრული კონსენსუსით შემუშავდა და თქვენი როლი ამ ტექსტის შემუშავებაში, მისი საბოლოო დახვეწილი ფორმით ჩამოყალიბებაში არის უდიდესი“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

 

 

იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე დამსწრე დეპუტატებმა - როგორც უმრავლესობის წევრებმა, ასევე „პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატების“ წევრმა წარმოდგენილ ცვლილებებს სრულად დაუჭირეს მხარი. საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე პარლამენტი მესამე მოსმენით რიგგარეშე სესიის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე იმსჯელებს.

 

 

კომიტეტის სხდომაზე, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ზაზა გაბუნიამ, მეორე მოსმენით, „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ კანონპროექტი წარმოადგინა.

 

 

მომხსენებლის ინფორმაციით, კანონპროექტის თანახმად, ჯარიმებისგან და საურავებისგან თავისუფლდებიან ის მოქალაქეები, რომლებთაც აღნიშნული ფინანსური სახდელი კომპანია „სიტი პარკის“-გან 2018 წლის 10 აპრილამდე დაეკისრათ.

 

 

„ეს ცვლილებები რამდენიმე ათას მოქალაქეს უკავშირდება, რაც ჯამში, დაახლოებით 850 ათას ლარს შეადგენს“, - აღნიშნა ზაზა გაბუნიამ.

 

 

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის შეფასებით, წარმოდგენილი ცვლილებები მნიშვნელოვანი ინიციატივაა და იგი, სოციალურ-ეკონომიკური თვალსაზრისით, პოზიტიურ გავლენას მოახდენს ადამიანების ფინანსურ მდგომარეობაზე.

 

 

წარმოდგენილ ცვლილებებს კომიტეტმა სრულად დაუჭირა მხარი.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი