მამუკა მდინარაძე: „დღევანდელი ისტორიული დღე „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოსთვის“ ისტერიული აღმოჩნდა“
29-06-2020, 13:57

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დღეს ისტორიული დღეა, თუმცა „ნაციონალური მოძრაობისა“ და ე.წ. „ევროპული საქართველოსთვის“ დღევანდელი დღე ისტერიული აღმოჩნდა, – განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა და უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცების შემდეგ „ნაციონალური მოძრაობასა“ და „ევროპული საქართველოზე“ საუბრისას.

 

 

მდინარაძის თქმით, ოპოზიციის მხრიდან ადგილი ჰქონდა „მოსახლეობის ნების საწინააღმდეგო მოქმედებას“.

 

 

„მე ვთქვი, რომ დღეს არის ისტორიული დღე. „ნაც მოძრაობისთვის“ და ე.წ. „ევროპული საქართველოსთვის“ დღევანდელი დღე აღმოჩნდა ისტერიული. ეს დამოწმდა მათ მიერ დაორგანიზებული პარლამენტს გარეთ ჩატარებული აქციით. ისინი ისტერიით შეხვდნენ დღევანდელ გადაწყვეტილებას და არა თუ გავიდნენ ამ შეთანხმებიდან, არამედ წავიდნენ ამ შეთანხმების წინააღმდეგი. ახლა დღეს რითი შეფუთავენ, რომელიმე კრიმინალის გათავისულების მოთხოვნით თუ ასე შემდეგ, ამას არ აქვს მნიშვნელობა. მთავარია, რომ ისინი გავიდნენ შეთანხმებიდან, არ შეასრულეს შეთანხმების პირობები და ასევე წავიდნენ ამ შეთანხმების წინააღდეგ. მათ აქცია დააორგანიზეს საქართველოს პარლამენტთან. რბილად რომ ვთქვათ, ეს იყო ძალიან ცუდი საქციელი და საქართველოს მოსახლეობის ნების საწინააღმდეგო მოქმედება.

 

 

დღეს საქართველოს პარლამენტმა საარჩევნო სისტემის შეცვლის მიზნით მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებები 117 ხმით დაამტკიცა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი