არჩილ თალაკვაძე: „პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებით საქართველომ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მზად არის გააძლიეროს დემოკრატია და ჩაატაროს თავისუფალი საპარლამენტო არჩევნები"
29-06-2020, 14:27

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„დღევანდელი გადაწყვეტილებით საქართველომ საზოგადოებას და პარტნიორებს კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ მზად არის გააძლიეროს დემოკრატია და 2020 წლის ოქტომბერში ჩაატაროს თავისუფალი, დემოკრატიული და გამჭვირვალე საპარლამენტო არჩევნები“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

 

 

არჩილ თალაკვაძე პარლამენტის მიერ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენით მიღებას გამოეხმაურა.

 

 

„საქართველოს პარლამენტმა სამი მოსმენით მიიღო საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც არსებითად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებს.

 

 

საზოგადოებას მოეხსენება, რომ 2018 წელს ჩვენ გავატარეთ საკონსტიტუციო რეფორმა, მივიღეთ ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული ევროპული ტიპის კონსტიტუცია და სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის გადაწყვეტილება, რომელიც უკვე ჩაწერილია საქართველოს კონსტიტუციაში. დღეს მიღებული გადაწყვეტილება, ჩვენს მიერ დაწყებული დემოკრატიული რეფორმების გაგრძელებაა, რომლითაც საზოგადოებას და პარტნიორებს კიდევ ერთხელ დავუმტკიცეთ, რომ მზად ვართ გავაძლიეროთ დემოკრატია და 2020 წლის ოქტომბერში ჩავატაროთ კიდევ ერთი თავისუფალი, დემოკრატიული და გამჭვირვალე საპარლამენტო არჩევნები“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მოქალაქეებს და დეპუტატებს მხარდაჭერისთვის, ხოლო გაწეული ძალისხმევისთვის-ფასილიტატორ ელჩებს მადლობა გადაუხადა. მისივე თქმით, დღეიდან პარლამენტი საარჩევნო კოდექსზე იწყებს მუშაობას.

 

 

„დღეიდან ჩვენ უკვე ვიწყებთ მუშაობას საარჩევნო კოდექსზე და უახლოესი ათი დღის განმავლობაში საქართველოს პარლამენტი ასევე მიიღებს ცვლილებებს საარჩევნო კოდექსში, რომელიც ეფუძნება ეუთოს ადამიანის უფლებათა ოფისის მიერ მოცემულ რეკომენდაციებს.

 


ამით ხელისუფლება უზრუნველყოფს დემოკრატიულ, გამჭვირვალე და თავისუფალ საარჩევნო გარემოს, ისევე როგორც დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი