სახელმწიფო დაეხმარება იმ მოქალაქეებს, რომლებიც სეზონურ სამუშაოებზე სხვადასხვა ქვეყანაში მუშაობდნენ
29-06-2020, 14:47

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სახელმწიფო დაეხმარება იმ მოქალაქეებს, რომლებიც სეზონურ სამუშაოებზე სხვადასხვა ქვეყანაში მუშაობდნენ. საქართველოს საზღვრებს გარეთ თვითდასაქმებულები უნდა დარეგისტრირდნენ ჯანდაცვის სამინისტროს სარეგისტრაციო პორტალზე (https://compensation.moh.gov.ge/

 

 

განმცხადებლად არაუგვიანეს 2020 წლის 15 ივლისისა. აღნიშნულ პირებს სხვა დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა არ ესაჭიროებათ.

 


დღეისათვის სახელმწიფოს დახმარება პანდემიის პერიოდში დაზარალებულმა უკვე 105 ათასამდე თვითდასაქმებულმა პირმა მიიღო. 26 ივნისიდან კი კომპენსაციის მიმღები ბენეფიციართა წრე გაფართოვდა და ის დასაქმებულები, რომლებიც სეზონურ სამუშაოებზე სხვადასხვა ქვეყანაში საქმდებოდნენ, დახმარებას, ერთჯერადი სახით, 300 ლარის ოდენობით მიიღებენ.

 


26 ივნისის, საქართველოს მთავრობის #388 დადგენილების თანახმად, „ახალი კორონავირუსით (SARS-COV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 4 მაისის №286 დადგენილებაში ცვლილება შევიდა. ცვლილების თანახმად, საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც თვითდასაქმებულები იყვნენ საქართველოს საზღვრებს გარეთ, რაც დასტურდება 2019 წელს 60-ჯერ ან/და 2019 წლის მარტის თვიდან ოქტომბრის თვის ჩათვლით პერიოდში 30-დან 120 კალენდარულ დღემდე საზღვრის კვეთით, ეძლევათ შესაძლებლობა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან (შსს) გაცემული, შესაბამ
ისი დამადასტურებელი დოკუმენტაციის არსებობის შემთხვევაში, დარეგისტრირდნენ კომპენსაციის მიმღებ პირებად ჯანდაცვის სამინისტროს სარეგისტრაციო პორტალზე.

 

 

29 ივნისის მდგომარეობით, ჯანდაცვის სამინისტროს სარეგისტრაციო პორტალის მეშვეობით სულ დარეგისტრირდა კომპენსაციის მიმღები თვითდასაქმებული 156 186 პირი. მათგან 104 547 პირმა მიიღო 300 ლარიანი კომპენსაცია. სულ გადაირიცხა 31 364 100 ლარი.

 

კომენტარები: 3
#3   შალვა
      
მე 2019 წელს ვმუშაობდი თურქეთში, მაგრამ კორონა პანდეემიის გამო ვერ წავედი თურქეთში
ამჟამად ვარ უმუშევარი

ციტატა: შალვა
მე 2019 წელს ვმუშაობდი თურქეთში, მაგრამ კორონა პანდეემიის გამო ვერ წავედი თურქეთში
ამჟამად ვარ უმუშევარი
2 ივლისი 2020 13:09
#2   გიგა კვიკვინია
      
გამარჯობათ

მე დავდიოდი თურქეთში 2019წლის 1მაისიდან აგვისტომდე და რამე მეკუთნის და ვის მივმართო
30 ივნისი 2020 09:39
#1   მანუჩარ
      
გამარჯობათ მე დავდიოდი თურკეთში 2019 წლის დახლოებით 1 მაისიდან 30 ოქტრობამდე
29 ივნისი 2020 12:56
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი