აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ აშშ მიესალმება საქართველოს მიერ ისტორიული საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცებას, რომელიც უზრუნველყოფს უფრო პროპორციულ საარჩევნო სისტემას.
„ეს ცვლილებები მიღებული იყო 8 მარტის მნიშვნელოვანი შეთანხმების შედეგად, რომელიც მთავარ პოლიტიკურ პარტიებს შორის შედგა. ცვლილებები წაახალისებს სტაბილურობის განმტკიცებასა და საპარლამენტო პლურალიზმს ოქტომებრში დაგეგმილ საპარალმენტო არჩევნებზე.
ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, მიიღოს საარჩევნო რეფორმის კანონმდებლობა, რომელიც სრულად შეიცავს ეუთო-ს, დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის რეკომენდაცებს. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, ეფექტურად აამოქმედოს ასეთი კანონმდებლობა“, – ნათქვამია განცხადებაში.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის გადამწყვეტი გამოცდა იქნება თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესის ჩატარება, რომელიც ქართველი ხალხის არჩევანს გამოხატავს.
„წინასაარჩევნო და არჩევნების შემდგომი პერიოდების სამართლიანობა ისევე მნიშვნელოვანია, როგორც არჩევნების დღე. აშშ გააგრძელებს საქართველოს ძალისხმევის მხარდაჭერას დემოკრატიის გაძლიერებაში, საარჩევნო პრაქტიკაში, კანონის უზენაესობაში, ისევე როგორც უფრო ფართო ევროატლანტიკურ მისწრაფებებში, რაც არის საუკეთესო თავდაცვა რუსეთის აგრესიისგან“, – ნათქვამია განცხადებაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.