“რუსეთში ყოველთვის იცოდნენ, რომ ადრე თუ გვიან, საჭირო იქნება გადაწყვეტილების მიღება საქართველოს საკითხში, მაგრამ ამასთან ერთად, კავკასიაში რუსეთის გავლენის გავრცელების და საქართველოსთან ურთიერთობების მოგვარების საკითხის გადაჭრის მიმართულებით რომელიმე მიდგომა ჯერ დამუშავებული არ არის”- წერს ცნობილი სომეხი პოლიტოლოგი და ანალიტიკოსი იგორ მურადიანი.
სომხურ საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალზე Lragir.am-ზე გამოქვეყნებულ საკმაოდ ვრცელ სტატიაში, რომელშიც განხილულია რუსეთის გეგმები საქართველოსთან დაკავშირებით, პოლიტოლოგი წერს, რომ თვითონ რუსეთი საქართველოსთან მოლაპარაკებისათვის მზად არ არის, რადგან მისთვის გაუგებარია დღევანდელი რეჟიმის მიდგომები და მიზნები. რუსეთი უნდა დარწმუნდეს, რომ სააკაშვილის გუნდი მთლიანად ჩამოცილებულია პოლიტიკური ასპარეზიდან. ამავე დროს, რუსეთს აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებლობის აღიარების “უკან გათხოვა” არ შეუძლია, ამიტომ რუსეთი ცდილობს არ იჩქაროს და საქართველოდან უფრო გასაგებ ინიციატივებს დაელოდოს.
რუსეთი დაინტერესებულია აფხაზური რკინიგზის აღდგენით, მაგრამ ეჯახება საქართველოს წინაპირობებსა და მოთხოვნებს, თუმცა საქართველოც ამ საკითხის გადაწყვეტაში ნაკლებად დაინტერესებული არ არის. ამ საკითხთან დაკავშირებით, რუსეთი ინიციატივის წამოწევის სომხეთის მცდელობებს არ იწონებს, რადგან ეს ისეთი დამატებითი ფაქტორია, რომლითაც შეიძლება კარგად ისარგებლოს საქართველომ და ამისი გამოცდილება რუსეთს უკვე აქვს.
ექსპერტის აზრით, საქართველოს სტატუსმა და მნიშვნელობამ ნატო-სთან მიმართებით, მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა და ფაქტობრივად, საქართველოში უკვე იქმნება ნატოს სამხედრო ობიექტები. ნატო-სთვის საქართველო რუსეთის დაოკების სტრატეგიის ერთ-ერთ ელემენტად არის ქცეული, თუმცა ამის შესახებ ყოველთვის ღიად არ ითქმება. აშკარაა, რომ ნატო რუსეთის მორიგი აგრესიის დროს საქართველოსთვის სამხედრო დახმარების გაწევას აპირებს. აღსანიშნავია ფაქტი, რომ ამჟამად ნატო-ში მუშავდება და ვითარდება სტრატეგიები, რომლითაც არა მარტო ალიანსის წევრების, არამედ ევროატლანტიკური სივრცის მიღმა მყოფი ახალი პარტნიორების დაცვის კონკრეტული პრობლემები გადაწყდება.
ექსპერტი ამტკიცებს, რომ საქართველო ნატო-ს პირველხარისხოვანი პარტნიორი გახდა და რუსეთს არ შეუძლია ეს არ გაითვალისწინოს. ევროპელი და ამერიკელი ექსპერტები რუსეთისთვის უკუდარტყმის გეგმებს იმუშავებენ. ევროპის თავდაცვისუნარიანობის ახლანდელი დონე მათ არ აკმაყოფილებს. ამასთან დაკავშირებით, აღსანიშნავია ასევე ფაქტი, რომ საქართველოს ინტერესების დაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით, სომხეთიც კი უკვე დასავლეთის, პირველ რიგში ნატო-ს გეგმების ნაწილი ხდება.
რუსეთის რესურსები და შესაძლებლობები ამჟამად ძალიან შეზღუდულია და ის თავისი იზოლირებული მდგომარეობის კიდევ უფრო გაუარესებას არ მოისურვებდა. საქართველოსთან დაკავშირებით, რუსეთს მხოლოდ “შინაგანი ტიპის” გეგმების განხორციელება შეეძლება – მაგალითად, საქართველოში უფრო ქმედითუნარიანი და მისაღები ოპოზიციის შექმნა, ასევე რუსეთში “პრო-ქართული პარტიის” შექმნა, პირველ რიგში ქართული ბიზნესმენების საშუალებით. მურადიანი დარწმუნებულია, რომ პრო-რუსული ჯგუფები ვერ გადაწყვეტენ საქართველოს მომავალს.
tvfree.ge
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.