დავით ზალკალიანი: „ევროკავშირის მიმართულებით ივლისში 14 ავიარეისია დანიშნული“
30-06-2020, 13:53

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ოპონენტების მხრიდან ისმის, თითქოს საქართველომ გააუქმა ყველანაირი ფრენა და არანაირი კავშირი ევროკავშირთან არ არსებობს, ეს არ შეესაბამება სიმართლეს, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა.

 

 

როგორც ზალკალიანმა აღნიშნა, ევროკავშირის მიმართულებით ივლისში 14 ფრენაა დანიშნული, კერძოდ, ვენაში, ამსტერდამსა და ბერლინში.

 

 

„საქართველო არავითარ შემთხვევაში არ არის მოწყვეტილი ევროკავშირთან. ჩვენ სპეცრეისი განვახორციელეთ და 14 ათასამდე ჩვენი მოქალაქე ჩამოვიყვანეთ. ასევე,  ადგილზე 22 ათასზე მეტ ჩვენს მოქალაქეს გავუწიეთ დახმარება. ეს დახმარების პროცესი დღესაც გრძელდება. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება იმის თქმა, რომ კავშირი არის სრულად გაწყვეტილი. ეს გადაწყვეტილება იყო სრულ თანხვედრაში ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან, არანაირი დამაზიანებელი ეფექტი ევროკავშირის მომავალ გადაწყვეტილებაზე, გახსნას სივრცე საქართველოსთვის, არ ექნება. ჩვენ არ მივიღებდით ისეთ გადაწყვეტილებას, რომ არ ყოფილიყო შეთანხმებული ევროკავშირთან. ვერ გავასწრებდით ევროკავშირს გადაწყვეტილების მიღებაში, ამიტომ ველოდებით გადაწყვეტილებას, რომელიც დღეს ან ხვალ ოფიციალურად უნდა გამოცხადდეს. შესაბამისად, უკვე სხვა ფრენებზე დამატებით იქნება მიღებული გადაწყვეტილება და ამ მიმართულებითაც ვმუშაობთ სხვა ავიაკომპანიებთან. ეს იქნება სრულ თანხვედრაში იმ მოთხოვნებთან და კრიტერიუმებთან, რაც იქნება ევროკავშირის მხრიდან“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი