ამირან გამყრელიძე: „ერთი წუთით დამშვიდების უფლებას არ გვაძლევს ის, რომ ვირუსის ერთეული შემთხვევა გვაქვს და საქართველო ოაზისად გამოიყურება“
30-06-2020, 14:34

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ საქართველოში ბოლო პერიოდში კორონავირუსის ერთეული შემთხვევები დამშვიდების საშუალებას არ იძლევა, რადგან გლობალურად, ეპიდემიოლოგიური კუთხით ვითარება უარესდება და ყოველდღიური შემთხვევების რიცხვი მატულობს.

 

 

„გუშინ და დღეს იყო განცხადებები ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის, ბატონი ტედროსის, რომელიც ამბობს, რომ ბოლო ორი კვირის განმავლობაში ყოველდღიურ შემთხვევათა რიცხვი მზარდია. ეს არის 110-დან დაახლოებით 150 000 ახალი შემთხვევის ფარგლებში.

ამიტომ ის გვეუბნება იმას, რასაც ასევე გეუბნებით მთლიანად საქართველოს მოსახლეობას, რომ საქართველოში ჩვენ რომ გამოვიყურებით დღეს გარკვეულ კუნძულად და ოაზისად ირგვლივ მყოფ ქვეყნებს შორის, ეს ერთი წუთით დამშვიდების უფლებას არ გვაძლებს. ის, რომ დღიურად გვაქვს ერთეული შემთხვევები, სრულიად არ იძლევა დამშვიდების უფლებას“, – განაცხადა გამყრელიძემ.

 

 

მისივე თქმით, საქართველოში კორონავირუსის მეორე ტალღა იქნება თუ არა, ამისთვის მუდმივად მზად უნდა იყვნენ.

 

 

„მეორე ტალღა იქნება, თუ არ იქნება, ქვეყანაში უნდა გაძლიერდეს როგორც საზოგადოებრივი, ისე ზოგადად ჯანდაცვის სისტემა, ამაზე ვმუშაობთ სერიოზულად. მზადყოფნის რეჟიმი უნდა იყოს, რომ თუ იყო შემთხვევათა მეტი რაოდენობა, ისინი იმართოს ისევე ეფექტურად, როგორც დღეს იმართება. საკმაოდ კარგია 86 პროცენტი გამოჯანმრთელების მაჩვენებელი, გლობალურად ეს მაჩვენებლი არის 54 პროცენტი. ანუ, აქაც კარგად გამოიყურება ქვეყანა, მაგრამ ჩვენ არ უნდა მივეცეთ თვითდამშვიდებას“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

 

 

გამყრელიძემ მადლობა გადაუხადა მოსახლეობის იმ ნაწილს, ვინც რეკომენდაციებს ითვალისწინებს.

 

 

„სამწუხაროდ, ჩვენი მოსახლეობის ნაწილი არ იცავს,  უმთავრესი ნაწილი, და მადლობა მათ, პატიოსნად იცავს ამ რეკომენდაციებს, ხმარობს პირბადეს, სადაც აუცილებელია, იცავს დისტანციას, სადაც აცუცილებელიადა ა.შ. ეს უნდა გავაგრძელოთ, რათა ქვეყანაში მეორე ტალღის პრევენცია გავაკეთოთ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი