მოსკოვმა თბილისს აშკარად და მკაფიოდ „მიანიშნა“, თუ ვის ისურვებდა მასთან საკონტაქტო პირად!
15-02-2014, 23:36

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დღეს, როდესაც საქართველოს პოლიტიკური ცხოვრების დღის წესრიგში აქტიურად განიხილება საქართველო-რუსეთს შორის არსებული პრობლემები და ამ ჭრილში, საქართველოს პირველი პირების სავარაუდო შეხვედრის მიზანშეწონილობა პრეზიდენტ პუტინთან, რაც გამოიწვია სოჭში მის მიერ გაკეთებულმა კომენტარმა ასეთი შეხვედრის მზაობის თაობაზე საქართველოს ხელმძღვანელებთან, ამ ფონზე, გამოჩნდა რამდენიმე ქართველი პოლიტიკოსი და ბიზნესმენი (ნ.ბურჯანაძე, ვ.ხაბურძანია, მ.ხუბუტია და სხვა პრორუსული ვექტორის პოლიტიკური ძალები), რომლებიც მასმედიაში ღიად თუ შეფარვით საუბრობენ იმის თაობაზე, რომ აქვთ ურთიერთობა პრეზიდენტ პუტინის გარემოცვასთან და შესწევთ ძალა და უნარი ამ შეხვედრის ორგანიზებისთვის, თუ საქართველოს ხელისუფლებას დაჭირდება და მათ მიმართავს.

 


ეს პერსონები, მხოლოდ ქართულ-რუსული კომუნიკაციის არ არსებობაზე არ ლაპარაკობენ (დიპურთიერთობების არ არსებობა რუსეთ-საქართველოს შორის, ბოლოსდაბოლოს არსებობს აბაშიძე-კარსინის ფორმატი და მისი მეშვეობით მოხდება დაკონტაქტება მხარეებს შორის). არა, აქ ისინი საუბრობენ სწორედ მათ განსაკუთრებულ როლზე და ხაზგასმულად მიუთითებენ კარგ ურთიერთობაზე რუსეთის პრეზიდენტის გუნდთან და ლამის უშუალოდ პუტინთან!.. საქართველოს პოლიტიკურ კულუარებში ხომ ამ თემაზე, აგერ უკვე 1 კვირაზე მეტია არ წყდება აზრთა გაცვლა-გამოცვლა, უკაცრავად და - მკითხაობა, მაგრამ "კონსენსუსი არ ჩანდა"! აი, გუშინ კი, 14 თებერვალს, ამ საკითხში სიცხადე შეიტანა ("შემთხვევით"?) თავად პუტინმა, როდესაც მისი ბრძანებით რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო "საპატიო ნიშნის" ორდენით დააჯილდოვა ქართველი პოლიტოლოგი, პროფესორი ალექსანდრე ჭაჭია, - "ორ ქვეყანას შორის, სამეცნიერო-კულტურულ სფეროებში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის".

 


დიახ, აქ იმის განხილვას არ შევუდგები, თუ ზემოთ დასახელებულ პირთაგან ვის როგორი პოლიტიკური ხედვა აქვს და რითი განსხვავდებიან ერთმანეთისგან, უბრალოდ, მიმაჩნია, რომ მოსკოვმა თბილისს აშკარად და მკაფიოდ "მიანიშნა", თუ ვის ისურვებდა მასთან საკონტაქტო პირად!..

 

 

ჯუმბერ კირვალიძე,

 

პოლიტოლოგი

 

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი