საქართველოს თავდაცვის მინისტრის თინათინ ხიდაშელის განცხადებით, ვასილ ყულჯანიშვილს ავღანეთიდან ხვალ ჩამოსვენებენ და, ოჯახის გადაწყვეტილებით, რუსთავში სამშაბათს დაკრძალავენ.
"დაგვიდასტურა ავღანეთმა, სარდლობამ, ხვალ მოხდება ჩამოსვენება თბილისში, სპეციალური ამერიკული თვითმფრინავით ჩამოასვენებენ. ოჯახის გადაწყვეტილებით, სამშაბათს იქნება დაკრძალვა. საბედნიეროდ მოვახერხეთ, რომ პროცედურა შეგვემოკლებინა და მინიმალურ ვადებში დასრულდა ექსპერტიზა, რაც სავალდებულოა ასეთ შემთხვევებში",-აღნიშნა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.
მისივე ინფორმაციით, დაჭრილი ქართველი სერჟანტი კი, უკვე გერმანიაშია სამკურნალოდ გადაყვანილი.
"მე თვითონ მას კვირას მოვინახულებ კლინიკაში. დარწმუნებული ვარ, იქ არანაირი პრობლემები არ იქნება, ექიმები ამბობენ, რომ სწრაფად გამოვა მდგომარეობიდან. როგორც ერთის, ისე მეორეს შემთხვევაში მთლიანად ხარჯებს თავდაცვის სამინისტრო იღებს. დაჭრილი სერჟანტის მკურნალობის ხარჯებს მთლიანად ჩვენი პარტნიორები იღებენ საკუთარ თავზე, ეს ამერიკული კლინიკაა გერმანიაში, სადაც ჩვენი ჯარისკაცები დაჭრის შემთხვევაში გადაყავთ," - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.
თინა ხიდაშელი რუსთავში, ვასილ ყულჯანიშვილის ოჯახში, დღეს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად იმყოფებოდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.