ხობის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში კვების პროდუქტების გაცემის მეოთხე ეტაპი დასრულდა. ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით შეძენილი პროდუქტების პაკეტი, მუნიციპალიტეტის 25 საბავშვო ბაღის 1149 აღსაზრდელმა მიიღო.
საბავშვო ბაღებში სამომხმარებლო პროდუქტის გაცემის პროცესი ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციის შესაბამისად მიმდინარეობდა. პროდუქტების გაცემის პროცესს ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია, საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა და მერის მოადგილე მახარე ჩოკორაია გაეცნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.