თავდაცვის მინისტრი ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ეცნობა
30-06-2020, 16:28

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიერ 2020 წელს ინიცირიებული სამხედრო ბაზების ინფრასტრუქტურის განახლება აქტიურ ფაზაშია შესული. თავდაცვის მინისტრი სამხედრო ქვედანაყოფებში მიმდინარე სარემონტო და სამშენებლო სამუშაოებს პერიოდულად ეცნობა. ამჯერად ირაკლი ღარიბაშვილი აღმოსავლეთ საქართველოს მასშტაბით რამდენიმე ლოკაციაზე იმყოფებოდა და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო.

 


თავდაცვის მინისტრმა უწყების წარმომადგენლებთან ერთად გორსა და მცხეთაში პირველი ქვეითი ბრიგადის გაფართოებული და განახლებული შტაბის შენობა და მიმდებარე ტერიტორია, ასევე მე-11 და მე-12 მსუბუქი ქვეითი ბატალიონებისა და მე-14 შერეული მექანიზებული ბატალიონის ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა. წლის ბოლომდე მე-11 და მე-14 ბატალიონების დისლოკაციის ადგილზე სასადილოსა და საცხოვრებელი ყაზარმის მშენებლობა დასრულდება. ირაკლი ღარიბაშვილი დაბა საგურამოში მდებარე ობიექტებზე მიმდინარე სამუშაოებსაც გაეცნო.



ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში სტუმრობისას თავდაცვის მინისტრს აკადემიის რექტორმა, ბრიგადის გენერალმა მალხაზ მაკარაძემ უმასპინძლა და ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით არსებული ვითარების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. მინისტრმა რეკრეაციული ზონისა და სტადიონის მშენებლობისთვის განკუთვნილი ტერიტორიაც მოინახულა.



2020 წელს სამხედრო ბაზების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების ფარგლებში განახლდება და გარემონტდება 197 ყაზარმა, 52 სასადილო, 23 მულტიფუნქციური მრავალმიზნობრივი გარე რეკრეაციული მოედანი და შიდა სპორტული დარბაზი.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი