საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ევროკავშირის ელჩთან, კარლ ჰარცელთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
ელჩმა პარლამენტის მიერ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება დადებითად შეაფასა.
შეხვედრაზე საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის დღის წესრიგზე, შემოდგომაზე დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე და იმ რეფორმებზე ისაუბრეს, რომლებიც საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე დაეხმარება.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კარლ ჰარცელს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებაში გაწეული ძალისხმევისთვის მადლობა გადაუხადა და შემდგომი თანამშრომლობისთვის მზადყოფნა კიდევ ერთხელ დაუდასტურა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.