(GUARDIAN.GE) - ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ახალი კორონავირუსის სამკურნალო წამლის, რემდესივირის მსოფლიოს თითქმის მთელი სამი თვის მარაგი წინასწარ შეისყიდა.
აშშ-ის ჯანდაცვის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ტრამპმა კომპანია „ჯილიედთან“ „საოცარ“ შეთანხმებას მიაღწია და აშშ ფირმის მიერ წარმოებული პროდუქციის 500, 000 დოზას მიიღებს - ივლისში მთელი პროდუქციის 100%-ს, აგვისტოში 90%-ს და სექტემბერშიც 90%-ს.
რემდესივირი „კოვიდ-19“-ის სამკურნალოდ პირველად ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებამ დაამტკიცა და მკურნალობის პერიოდში საშუალოდ 6.25 ფლაკონის/ამპულის მიღებაა რეკომენდებული.
აშშ-ის ჯანდაცვის მთავარი ექსპერტი ანტონი ფაუჩი გამაფრთხილებლად აცხადებს, რომ ქვეყანაში კორონავირუსის ყოველდღიურმა შემთხვევებმა შესაძლოა 100, 000-ს მიაღწიოს.
ევროკავშირმა თავისი საზღვრების 15 სახელმწიფოსთვის გახსნის გადაწყვეტილება მიიღო და „უსაფრთხო“ ქვეყნებში, რომელთა მოქალაქეებსაც ევროკავშირში მოგზაურობა შეეძლებათ, საქართველოცაა შეყვანილი, მაგრამ ბრიუსელმა აღნიშნულ სიაში ამერიკის შეერთებული შტატები არ შეიყვანა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.