საუდის არაბეთში მომხდარი ჭყლეტის შედეგად, ბოლო მონაცემებით, დაღუპულთა რაოდენობამ სულ მცირე 717 ადამიანამდე მიაღწია. დაშავებულია 800-ზე მეტი ადამიანი.
საუდის არაბეთის ეროვნული თავდაცვის სამსახურის ინფორმაციით, ტრაგიკული ინციდენტი ქალაქ მექადან დაახლოებით 5 კილომეტრში მდებარე მინას ხეობაში მაშინ მოხდა, როცა მორწმუნეები ე.წ. ეშმაკის ჩაქოლვის რიტუალში მონაწილეობის მისაღებად მიდიოდნენ. სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს, ადგილზე მუშაობს 4 000 მაშველი და ექიმი, მობილიზებულია სამაშველო ტექნიკის 220 ერთეული.
მუსლიმთა მომლოცველობის - ჰაჯის დროს ტრაგიკული ინციდენტები ადრეც მომხდარა. 2006 წელს, ჭყლეტის დროს 360-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. 1994 წელს ჭყლეტას 270 ადამიანი ემსხვერპლა, 1990 წელს კი - 1426.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.