ანა დოლიძე პენსიონერების პრობლემებზე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელს მიმართავს
01-07-2020, 13:36

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მოძრაობა „ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძე საერთაშორისო სავალუტო ფონდს მიმართავს და საქართველოს მოქალაქე პენსიონერების პრობლემების დარეგულირებაში ჩართვას სთხოვს.

 


საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელის მერსედეს ვერა მარტინესისთვის გაგზავნილ წერის გთავაზობთ უცვლელად:

 


„საქართველოს დამოუკიდებლობიდან დღემდე, ქვეყნის უამრავ პრობლემათა შორის ერთ-ერთ ყველაზე მტკივნეულ პრობლემად ითვლება პენსიონერთა უკიდურესად მძიმე სოციალური მდგომარეობა.

 


მოძრაობა „ხალხისთვის“ აქტიურად ცდილობს დაეხმაროს საზოგადოების ამ ყველაზე მოწყვლად ფენას. ჩვენი იურისტები სამართლებრივ დახმარებას უწევენ მათ იმ ურთულეს მდგომარეობაში, რომელიც ექმნებათ საბანკო სისტემასთან, კერძოდ „ლიბერთი ბანკთან“ დაკავშირებით.

 


ერთთვიანი მუშაობის პერიოდში ჩვენ შევისწავლეთ საქართველოს ათობით პენსიონერი მოქალაქის საქმე და ამ სისტემაში არსებული პრობლემები, რა დროსაც არაერთი პრობლემა გამოიკვეთა, კერძოდ:

 


დღეს საქართველოში რეგისტრირებულია 890 ათასამდე პენსიონერი, რომელთა საპენსიო თანხა შეადგენს 220 ლარს (ოფიციალურად საარსებო მინიმუმი დადგენილია 189.6 ლარი), აქიდან დაახლოებით 417 ათასამდე პენსიონერი სარგებლობს ,,ლიბერთი ბანკის“ საპენსიო სესხით, ანუ საქართველოში მცხოვრებ ყოველ მეორე პენსიონერს აქვს იმ ბანკის ვალი, რომელიც ბაზარზე, ფაქტობრივად, მონოპოლისტია - პენსიონერს სხვა ბანკში სესხის აღების უფლება შეზღუდული აქვს.

 


დანარჩენი მოსახლეობისაგან განსხვავებით, „ლიბერთი ბანკი“ პენსიონერებს საპენსიო სესხზე უწესებს ყველაზე მაღალ საპროცენტო განაკვეთს - 35,38% -ს.

 


2019 წლის მონაცემებით, პენსიონერებს „ლიბერთი ბანკიდან“ სესხის სახით გატანილი აქვთ 330 მილიონი ლარი. გასულ წელს „ლიბერთი ბანკმა“ 90 მილიონი ლარი დაიბრუნა, ხოლო 27 მილიონი ჩამოწერა.

 


როგორც ბანკში განმარტავენ, საპენსიო სესხის მაღალი საპროცენტო განაკვეთი განპირობებული მაღალი რისკებიდან გამომდინარე, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ რეალურად ეს არის ყველაზე ურისკო პროდუქტი, რადგან სახელმწიფოა მისი გარანტორი. ამ მდგომარეობაში, სრულიად გაუგებარია, რატომ არის ასეთი კაბალური პროცენტი სესხებზე?

 


კიდევ ერთი გარემოება - 2009 წელს გამოცხადებულ საპენსიო ტენდერში “ლიბერთი ბანკი” უალტერნატივო აღმოჩნდა და ის უკვე 11 წელია ფლობს პენსიების და სოციალური პაკეტების გაცემის ექსკლუზიურ უფლებას. ეს არის ერთადერთი ტენდერი, რომელიც ამ მიმართულებით ჩატარდა. 2014-2019 წლებში, როცა ხელშეკრულების ვადა იწურებოდა და უნდა გამოცხადებულიყო ახალი ტენდერი, რათა სხვა ბანკებსაც მისცემოდათ შესაძლებლობა წარმოედგინათ თავიანთი შეთავაზებები, ხელისუფლებამ ,,ლიბერთი ბანკს“ ხელშეკრულება 2022 წლის 31 დეკემბრამდე გაუგრძელა და იგი კვლავ უკონკურენტოდ დატოვა.

 


პენსიონერებთან დაკავშირებით კიდევ ბევრი პრობლემა არსებობს, თუმცა ზევით დასახელებული პრობლემები უმთავრესია, რის გამოც დღეს საქართველოში სრულიად დარღვეულია პენსიონერთა კონსტიტუციური უფლება - „სიცოცხლის უფლება“ ( საქართველოს პენსიონერ მოქალაქეს და განსაკუთრებით მათ, ვინც სარგებლობს საპენსიო სესხით არ აქვთ საკვების და მედიკამენტების შეძენის საშუალება) და „ადამიანის ღირსება“, რომელი ხელშეუვალია და მას იცავს სახელმწიფო“.

 


ქალბატონო მერსედეს ვერა, საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს დამოუკიდებლობის შემდეგ მჭიდროდ თანამშრომლობს ჩვენს ქვეყანასთან და მისის რჩევები და რეკომენდაციები უმნიშვნელოვანესია სახელმწიფოს ფინანსური და ეკონომიკური განვითარებისთვის. იმის გამო, რომ საქართველოში არ არსებობს ინსტიტუტი, რომელიც პენსიონერთა პრობლემების მოგვარებაზე იზრუნებს, პენსიონერთა სახელით მოგმართავთ თხოვნით, დაინტერესდეთ აღნიშნული თემით და ვითხოვთ თქვენთან შეხვედრას, რომ კიდევ უფრო დეტალურად გაგაცნოთ ამ მიმართულებით არსებული პრობლემები,“ - აღნიშნულია ანა დოლიძის მიერ გაგზავნილ წერილში.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი