ნათელაშვილი ივანიშვილის წინააღმდეგ საბრალდებო დასკვნას ამზადებს და 300-კაციანი საგამოძიებო ჯგუფის შექმნას აანონსებს, რომელიც მისი თქმით, ივანიშვილის დანაშაულებრივ საქმიანობას შეისწავლის და „უკან მოატანინებს ყველაფერს“
01-07-2020, 17:32

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

(GUARDIAN.GE) - „ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე, ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი შალვა ნათელაშვილი „ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ საბრალდებო დასკვნას აყალიბებს და აცხადებს, რომ ივანიშვილის და მისი გარემოცვის დანაშაულებრივი საქმიანობის შესასწავლად 300-კაციანი საგამოძიებო ჯგუფის შექმნა მაინც იქნება საჭირო.

 


როგორც ნათელაშვილმა „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა, ივანიშვილმა პანდემიის პერიოდი „ახალი მილიარდების საშოვნელად“ გამოიყენა და ხელისუფლების ცვლილების შემდეგ საგამოძიებო ჯგუფი ბოლომდე შეისწავლის ივანიშვილის „მაქინაციებს და მის მილიარდის შოვნის დანაშაულებრივ გზებს“ და მას „უკან მოატანინებს ყველაფერს“.

 


„ბიძინა ივანიშვილი იმდენად არის უკვე ყოფნა-არყოფნის ზღვარზე, არა მხოლოდ პოლიტიკური მდგომარეობის კუთხით, არამედ მილიარდებია სასწორზე. სანქცირების კანდიდატია დღეს, მთელი მისი ქონება ამერიკის კონგრესიდან და სენატიდან ოფიციალურად სანქცირების კანდიდატია და ერთი რეზოლუცია კი არ არის ამაზე, რამდენიმე რეზოლუციაა - ერთი ცნობილი იმ 13 კონგრესმენის დოკუმენტი, „ბილი“, უკვე პრაქტიკულად რეგისტრირებულია, რომელიც უკავშირდება „ფრონტერას“, „ანაკლიას“, ამერიკულ ბიზნესს, „ჭიათურმარგანეცს“ და სხვადასხვა;

 


„მეორე გახლავთ უკვე „რესპუბლიკური პარტიის“ თავდაცვის სტრატეგიულ ჯგუფში, სადაც პირდაპირ ჩაიწერა, რომ აი, ვთქვათ, ეს პიროვნება არის რუსეთის და ირანის და ა.შ. წარმომადგენელი, მათი ინტერესების დამცველი, ეს უფრო ცუდია, ვიდრე ეს დარეგისტრირებული კანონპროექტი, მაგრამ რაც მთავარია, გადამწყვეტი დარტყმა მიაყენა ჩვენმა დიდმა მეგობარმა, სენატორმა ტედ კრუზმა, რომელმაც პირდაპირ მისწერა ფინანსთა სამინისტროს და სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს იმის თაობაზე, რომ ეს პიროვნება არის პუტინის წარმომადგენელი, ხელს უწყობს იმას, რომ საქართველოში დესტაბილიზაცია წავიდეს, გზას უხსნის ირანულ ეკონომიკას და ინვესტიციებს, სანქცირებულს, და ამიტომ სანქცირების საკითხი დგას მისი.

 

 

„სამი დოკუმენტი სანქცირების თაობაზე არ ყოფილა ამერიკის უმაღლეს ორგანოებში განხილვისათვის არც მუსოლინის მიმართ, არც სადამ ჰუსეინის მიმართ, არც ჰიტლერის მიმართ, არც კადაფის მიმართ და არც საბჭოთა დიქტატორების მიმართ. ეს პირველი შემთხვევაა და ამას უკვე ჭკუა აქვს დაკარგული, გვერდზეც არავინ არ ჰყავს ჭკუის დამრიგებელი და ახლა უკვე მობილიზებულია ძალაუფლების შენარჩუნებაზე, თუნდაც კორონავირუსის დახმარებითა და გამოყენებით, მაგრამ დედამიწისაკენ ასტეროიდი რომ წამოვიდეს გამანადგურებელი, სანამ ის დაეცმა, მანამდე მსოფლიო პოლიტიკა და ქართველი ხალხი მას არ გააჩერებს ხელისუფლებაში და ბოლოს მოუღებს.

 

 

„აქვე მინდა აღვნიშნო კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება. კოვიდის ეს პანდემიური პერიოდი ბიძინა ივანიშვილმა და მისმა ჯგუფმა გამოიყენა ახალი მილიარდების საშოვნელად. დაითრია 3,5 მილიარდი, უცხოეთიდან დახმარება, რომლიდანაც ერთი თეთრი არ მიიღო ხალხმა, არც პენსიონერმა, არც ავადმყოფმა, არც გაჭირვებულმა, არც ბიზნესმა. ამის გარდა, მთელი ამ ეკონომიკის გაჩერების პერიოდში ჩვეულებრივ მუშაობდა მისი საყდრისი, საიდანაც ამოდიოდა ოქრო და აგერ დათვალა გიორგი გუგავამ, 200-300 მილიონი დოლარის ოქრო გაიტანა იმ ორ თვეში... ისევე როგორც ბიძინა ივანიშვილმა მთელი ეს სატვირთო გადაზიდვები ჩეულებრივ გააგრძელა პანდემიის დროს. ეს მისია, ეს ნავთობგადაზიდვები, გაზის ექსპორტი, ეს ყველაფერი არის მისი, მამაცაშვილის, კალაძის, მისი ბანკები, სავალუტო ჯიხურები დახურეს, ასეულობით ადამიანი დატოვეს უმუშევარი და მშიერი და თავის ბანკებს გადასცეს ფულის გადახურდავების ფუნქცია და აქაც რამდენიმე ასეული მილიონი მოხსნეს და ერთადერთი ქვეყანაა საქართველო, რომელმაც დახმარება არ გაუწია თავის მოქალაქეებს. ყველგან წავიდა სავალდებულო გადახდები, თანაც პანდემიის პერიოდში და არა მერე, როცა უკვე დაიხოცება ხალხი შიმშილით. მერე სასაფლაოზე გინდა ფული დაადე კაცს, გინდა შამპანურის ბოთლი. ერთადერთი ქვეყანაა, რომელმაც არ გაუწია არავითარი შეღავათი. ერთადერთი ჩვენ ვიბრძოლეთ ბოლო ხმაზე და ის რაღაც შეღავათი მისცეს გაზზე და შუქზე, 10-20 ლარი იყო, ეს არ არის ცუდი, მაგრამ ბევრი არაფერი არ არის.

 

 

ამ კაცმა, „კაცი“, ბოდიში, ბრჭყალებში, ბოლომდე გამოიყენა ახალი მილიარდების საშოვნელად ეს ჩვენი მდგომარეობა პანდემიის პერიოდში და რა თქმა უნდა, აღნიშნულის თაობაზე ცალკე პუნქტები იქნება მის მიმართ წარდგენილი საბრალდებო დასკვნაში და საგამოძიებო ჯგუფი, მე პირადად ახლა ვაყალიბებ საგამოძიებო ჯგუფის ზოგად პარამეტრებს, ალბათ აქ უნდა წავიდეს სერიოზული მუშაობა, 300-კაციანი ჯგუფი მაინც იქნება საჭირო, მე გეუბნებით ჩემი გამოცდილებიდან საგამოძიებო მუშაობის დროს. ერთი ალბათ შეისწავლის უშუალოდ მის მაქინაციებს და მის მილიარდის შოვნის დანაშაულებრივ გზებს, მეორე მისი გარემოცვის, უკვე ეს მამაცაშვილები, ეს კალაძეები და ეს დანარჩენები, ნაკლები მილიარდები მაგათაც არ წაიღეს. მესამე, ალბათ, ალბათ კი არა, აუცილებლად იმუშავებს უცხოეთის მიმართულებით, ბანკებში და ოფშორებში რა გადაიტანა აქედან და ის ხომ უკან უნდა მოვატანინოთ ყველაფერი. ამიტომ, წინ გველოდება ძალიან სერიოზული საქმეები, სერიოზული პრობლემები, რომლებიც გადაწყვეტადია ჩვენი ხალხის და ქვეყნის სასიკეთოდ. მთავარია, არჩევნებში დავირაზმოთ“, განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

 

კომენტარები: 1
#1   თამაზი
      
ძალიან კარგი აზრია ბატონო შალვა!.მგონია ადრეც უნდა დაგეწყოთ!მეც შემოგიერთდებით ადგილზე რომ ვიქნები!
1 ივლისი 2020 15:21
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი