პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სამი ახალი წევრი დაამტკიცა
01-07-2020, 18:04

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრებად ზაზა აბაშიძე, გრიგოლ მურღულია და ბონდო მძინარაშვილი დაამტკიცა.

 

 

ზაზა აბაშიძის კანდიდატურას 98-მა დეპუტატმა მისცა ხმა, მის წინააღმდეგ კი არც ერთი დეპუტატი არ წასულა.

 

 

ბონდო მძრინარაშვილის კანდიდატურა 95 მომხრე ხმით 13-ის წინააღმდეგ დამტკიცდა.

 

 

გრიგოლ მურღულიას კი მხარი 92-მა დეპუტატმა დაუჭირა, ერთი წინააღმდეგი იყო.

 

 

დოდო შონავას 44-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ოთხი წინააღმდეგი იყო, თუმცა, კენჭისყრაზე კვორუმი 76 დეპუტატი იყო, შესაბამისად კანდიდატურა არ დამტკიცდა.

 

 

სამეურვეო საბჭოს წევრად-მეურვედ ასარჩევად გრიგოლ მურღულიას კანდიდატურა წარადგინეს საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალმა ფრაქციებმა – „ქართული ოცნება“, „ქართული ოცნება-მრეწველები“, „ქართული ოცნება-მწვანეები“, „ქართული ოცნება-რეგიონების განვითარებისთვის“, „ქართული ოცნება-ძლიერი ეკონომიკა“ და „ქართული ოცნება-ძლიერი საქართველოსთვის“.

 

 

ბონდო მძინარიშვილის კანდიდატურა წარადგინეს დეპუტატებმა – მირიან წიკლაურმა, გია ჟორჟოლიანმა, გიორგი მოსიძემ, ალექსანდრე ერქვანიამ, ირმა ინაშვილმა, ემზარ კვიციანმა, გიორგი ლომიამ, ადა მარშანიამ, დავით ჭიჭინაძემ, კობა ნარჩემაშვილმა, მარიამ ჯაშმა, ბიძინა გეგიძემ, გიორგი ბეგაძემ და გელა მიქაძემ.

 

 

ზაზა აბაშიძის კანდიდატურა წარადგინეს პარლამენტის წევრებმა დავით ბაქრაძემ, აკაკი ბობოხიძემ, გიორგი ბოკერიამ, თენგიზ გუნავამ, ლაშა დამენიამ, გიორგი კანდელაკმა, სერგი კაპანაძემ, ოთარ კახიძემ, ზაზა კედელაშვილმა, ირმა ნადირაშვილმა, ლელა ქებურიამ, გიორგი ღვინიაშვილმა, გიორგი წერეთელმა და ელენე ხოშტარიამ.

 

 

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სამი წევრის ადგილი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც ქეთევან მსხილაძეს, ნინია კაკაბაძესა და გია იაკობაშვილს უფლებამოსილების ვადა ამოეწურათ. სამ ვაკანტურ პოზიციაზე ერთი კანდიდატი პარლამენტს შესარჩევად უმრავლესობამ უნდა წარადგინოს, ორი კი – უმრავლესობის მიღმა დარჩენილმა პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთმა მეოთხედმა.

 

 

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის – მეურვეობის სამი კანდიდატის შესარჩევი ღია კონკურსი, პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით, 16 მარტს გამოცხადდა, თუმცა ქვეყანაში კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის გამო, 31 მარტს, საგანგებო მდგომარეობის გაუქმებამდე შეჩერდა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი