აფხაზეთში, დაბა ტამიშთან გამართული ბრძოლიდან 27 წელი გავიდა. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ტამიშის ბრძოლის დროს დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო და დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. ტამიშის გმირების პატივსაცემად, გმირთა მემორიალთან თავდაცვის მინისტრთან ერთად საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი, მისი მოადგილეები, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის უფროსი, ვლადიმერ იმნაძე და ბრძოლაში მონაწილე ვეტერანები იმყოფებოდნენ.
1993 წლის 2 ივლისს, დილის 5:00 საათზე, აფხაზეთის ომის დროს, დაბა ტამიშთან მოწინააღმდეგე ძალებმა საზღვაო დესანტი გადმოსხა. დესანტის რაოდენობა 600 კაცს შეადგენდა. გამთენიისას, პირველი დარტყმა ტამიშში, ლაბრასა და ზემო კინთხში განლაგებულმა ქართულმა სამხედრო ნაწილებმა მიიღეს. მნიშვნელოვანი დანაკარგი განიცადეს „შავნაბადასა“ და „ავაზას“ ბატალიონებმა. რამდენიმედღიანი ბრძოლის შედეგად, ქართულმა მხარემ 300-მდე მებრძოლი დაკარგა. დიდი დანაკარგის მიუხედავად, ქართველმა ჯარისკაცებმა დესანტის მოგერიება შეძლეს და პოზიციები შეინარჩუნეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.