გიორგი გახარიამ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ამ პროცესის საბოლოო მიზანი და შედეგი უნდა იყოს ქვეყანაში ღია, დემოკრატიული, კონკურენტუნარიანი არჩევნების ჩატარება
02-07-2020, 13:45

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით თქვა, რომ ამ პროცესის საბოლოო მიზანი და შედეგი უნდა იყოს ქვეყანაში ღია, დემოკრატიული, კონკურენტუნარიანი არჩევნების ჩატარება.

 

 

„პირველ რიგში, მინდა გამოვეხმაურო იმ ისტორიულ პოლიტიკურ პროცესს, რომელიც დღეს ქვეყანაში მიმდინარეობს. რა თქმა უნდა, ეს პროცესი იყო საკმაოდ რთული, დინამიური, ემოციური, მაგრამ როგორც შედეგი, ჩვენ გვაქვს ახალი საარჩევნო სისტემა, რომელიც პარლამენტმა უკვე დაამტკიცა და დღეს პროცესშია ეუთო/ოდირის რეკომენდაციების საკანონმდებლო ცვლილებები, ასევე დარწმუნებული ვარ, პარლამენტი ამ პროცესს წარმატებით დაასრულებს", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 


მისივე თქმით, ეს არის ისტორიული პროცესი, რომელიც ქვეყანას შესაძლებლობას აძლევს გადავიდეს დემოკრატიზაციის და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ახალ ეტაპზე.

 


„ეს არის ისტორიული პროცესი, რომელიც ქვეყანას შესაძლებლობას აძლევს გადავიდეს დემოკრატიზაციის და მისი ევროატლანტიკური ინტეგრაციის ახალ ეტაპზე და ეს მეტ მდგრადობას და სტაბილურობას შესძენს ჩვენს დემოკრატიულ განვითარებას, თუმცა ყველას კარგად გვესმის, რომ ამ პროცესის საბოლოო მიზანი და საბოლოო შედეგი უნდა იყოს ქვეყანაში ღია, დემოკრატიული, კონკურენტუნარიანი არჩევნები, რომელიც, რა თქმა უნდა, ჩვენი პასუხისმგებლობაა და რომელსაც ჩვენ ყველანი ერთად ჩავატარებთ უმაღლეს დონეზე. ეს პროცესი იყო საკმაოდ ემოციური, პოლარიზაციის ხარისხიც იყო საკმაოდ მაღალი, მაგრამ ჩვენ ყველამ ერთად, სამოქალაქო საზოგადოებამ, გადავლახეთ ეს წინააღმდეგობები და უნდა გვესმოდეს, რომ თითოეულმა ჩვენგანმა, იმის მიუხედავად, რა პოლიტიკურ პლატფორმას წარმოვადგენთ, რა თქმა უნდა, პოზიტიური როლი უნდა შევიტანოთ ამ ისტორიულ პროცესში და, საბოლოოდ, ეს ისტორიული პოლიტიკური პროცესი უნდა დაგვირგვინდეს დემოკრატიული ღია, გამჭვირვალე არჩევნებით. ეს არ იქნება რომელიმე პარტიის ან რომელიმე საზოგადოებრივი ჯგუფის გამარჯვება, ეს იქნება ქვეყნის გამარჯვება და შესაბამისად, ეს უნდა იყოს თითოეული ჩვენგანის მიზანი, მიუხედავად იმისა, თუ რომელ პოლიტიკურ პლატფორმაზე ვდგავართ,“- აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი