საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესთან შეხვედრის შემდეგ იმედი გამოხატა, რომ ქვეყანაში კონკურენტული არჩევნები ჩატარდება.
მან საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ პარლამენტში გამართულ კენჭისყრას სასიხარულო უწოდა და თქვა, რომ 8 მარტის შეთანხმება უზრუნველყოფილია.
„გვჯერა, რომ ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი და დემოკრატიული დღის წესრიგი შემდგომი წინსვლისთვის. ერთი რამ, რაც არ მითქვამს და არ აღგვინიშნავს ერთობლივ განცხადებაში, არის ის, თუ როგორ მაღალ შეფასებას ვაძლევთ ყველას, ვინც ამ დიალოგში მონაწილეობდა და 8 მარტის შეთანხმება შესაძლებელი გახადა. მე ვნახე მასშტაბური ლიდერობა სხვადასხვა მხარისგან და კომპრომისის სულისკვეთება, რამაც საბოლოო ჯამში შეთანხმება უზრუნველყო. მსურს, შევაქო ყველა, ვინც მონაწილეობდა ამ მნიშვნელოვან პროცესში. რა თქმა უნდა, ჩვენ გავაგრძელებთ პროცესის დაკვირვებას და მივადევნებთ თვალს არჩევნებთან დაკავშირებით.
დღევანდელი შეხვედრის მიზანი იყო არჩევნების მზადების შემდეგი საფეხური, რაც ასევე მნიშვნელოვანია. ეს არის საარჩევნო კოდექსი და რეკომენდაციები, რომლებიც გამოქვეყნდა, მათ შორის ბოლო საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ.
ჩვენ ამაზე ერთ წელზე მეტი ვმუშაობთ სხვადასხვა მხარესთან და ვცდილობთ, დავინახოთ, რომ ამ საკითხებს სათანადო ყურადღება მიექცეს. შეხვედრის მიზანი იყო, გაგვეგო, სად ველოდებით შემდგომ გაუმჯობესებებს. კარგი საუბარი გვქონდა და ვნახავთ, რა შედეგები იქნება ამ პროცესში. ვიმედოვნებ, საბოლოო ჯამში ჩვენ გვექნება პლატფორმა ამ არჩევნებისთვის, რომელიც უეჭველად იქნება კონკურენტული და ასევე, რამდენადაც შესაძლებელია, თანაბარი პირობების საფუძველზე, რაც ამ არჩევნების საერთო გარემოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება“, განაცხადა ელჩმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.