საქართველოს პარლამენტმა „საარჩევნო კოდექსში“ მომზადებული ცვლილებები დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე მეორე მოსმენით დაამტკიცა.
ცვლილებები ირაკლი კობახიძემ წარადგინა. მას ხმა 94-მა დეპუტატმა მისცა წინააღმდეგი კი 4 იყო.
„საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების განხილვას, ისევე როგორც საკონსტიტუციო ცვლილებებს, „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები არ დაესწრნენ.
ცვლილებების მესამე მოსმენით მიღება დღეს იგეგმება. „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებები ეუთო/ოდირი-ს 27 რეკომენდაციის საფუძველზე მომზადდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.