გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ ევროკავშირი საქართველოს 15 ქვეყანას შორის ასახელებს, რომლებზეც საზღვრების გახსნის რეკომენდაციას გასცემს.
„ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი მიზანი გახლავთ ის, რომ არც ერთ შემთხვევაში არ დავუშვათ ვირუსის უკონტროლო გავრცელება და სწორედ ამ ჭრილში უნდა შევხედოთ იმ შესაძლებლობას და იმ დაფასებას, რომელიც ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა განგვისაზღვრეს, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
პრემიერის თქმით, თითოეული მოქალაქის მიღწევაა ევროკავშირის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომელმაც საქართველო დააფიქსირა, როგორც მწვანე და უსაფრთხო ქვეყანა, კოვიდ-19-ის გავრცელების თვალსაზრისით.
„გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, ევროკავშირის მიერ იქნა მიღებული, საქართველო დააფიქსირა, როგორც მწვანე და უსაფრთხო ქვეყანა, კოვიდ-19-ის გავრცელების თვალსაზრისით. ეს ჩვენი თითოეული მოქალაქის მიღწევაა. ეს არის იმ საერთო ერთობლივი შრომის შედეგი, რომელიც ჩვენ, ბოლო 5 თვის განმავლობაში, ყველამ ერთად გავიარეთ. საქართველოსთვის ეს არის უდიდესი შესაძლებლობა, რომელიც ჩვენ ფრთხილად და გონივრულად უნდა გამოვიყენოთ, ისე, რომ არ დავუშვათ არც ერთ შემთხვევაში ვირუსის უკონტროლო გავრცელება. ჩვენი მთავარი მიზანი, როგორც ჩვენ მოქალაქეებზე ზრუნვის, ისევე, როგორც ეკონომიკური კრიზისიდან სწრაფი გამოსვლის თვალსაზრისით, ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი მიზანი გახლავთ ის, რომ არც ერთ შემთხვევაში არ დავუშვათ ვირუსის უკონტროლო გავრცელება და სწორედ ამ ჭრილში უნდა შევხედოთ იმ შესაძლებლობას და იმ დაფასებას, რომელიც ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა განგვისაზღვრეს. რა თქმა უნდა, ჩვენ მათ მადლობა უნდა გადავუხადოთ იმ ობიექტური შეფასებისთვის, რომელიც საქართველოს მთავრობის მიერ ბოლო თვეების განმავლობაში გაწეული შრომის დაფასების თვალსაზრისით მივიღეთ, სულ 15 ქვეყანაა მოგეხსენებათ. ეს არის უდიდესი შესაძლებლობა, რომელიც უნდა გამოვიყენოთ გონივრულად და ამ შესაძლებლობის გამოყენების ძირითადი პრინციპი უნდა იყოს ის, რომ არცერთ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ ვირუსის უკონტროლო გავრცელება. ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი, რამეთუ ვირუსის უკონტროლო გავრცელება რისკის ქვეშ აყენებს როგორც მოქალაქის ჯანმრთელობას, ასევე ქვეყნის ეკონომიკურ აღდგენას უმოკლეს ვადაში“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
მთავრობის მეთაურის თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკვე დაიწყო და აქტიურად მუშაობს ცალკეულ ქვეყნებთან მწვანე კორიდორების შექმნის თაობაზე.
„ამიტომ, ჩვენი ევროპელი კოლეგების გადაწყვეტილება ნიშნავს იმას, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკვე დაიწყო და აქტიურად მუშაობს ცალკეულ ქვეყნებთან მწვანე კორიდორების შექმნის თაობაზე და ეს მუშაობა უკიდურესად მნიშვნელოვანია და ეს უნდა იყოს ძალიან გონივრული. ამიტომ, ბატონო დავით, თქვენ შესაბამისი ნაბიჯები უკვე გადადგმული გაქვთ და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს შესაძლებლობა გამოვიყენოთ ეფექტურად“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
დღესვე, პრემიერ მინისტრმა ეკონომიკის მინისტრს დაავალა, საზღვარგარეთიდან საქართველოს მოქალაქეების მისაღებ ფასად დაბრუნების პროგრამაში რამდენიმე ავიაკომპანიის ჩართულობა უზრუნველყოს.
„იქიდან გამომდინარე, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო, ისევე, როგორც ეკონომიკის სამინისტრო დღეს ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ორმხრივი მოლაპარაკებების რეჟიმშია და ამასთან ერთად ჩვენ ბევრი ინფორმაცია შემოგვდის ჩვენი მოქალაქეების, ქართველი ემიგრანტების მდგომარეობაზე ევროპის სხვადასხვა ქალაქში, ეს პროცესი დროში რომ არ გადავადდეს, მივიღეთ გადაწყვეტილება, აღვადგინოთ ის პროგრამა, რომლითაც ევროპის სხვადასხვა ქალაქიდან ჩვენი თანამოქალაქეები გამოგვყავდა,“ - აღნიშნა გიორგი გახარიამ.
მთავრობის მეთაურმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაავალა, 6 ივლისისთვის უკვე არსებობდეს ფრენების კონკრეტული განრიგი, ბილეთების მოქალაქეებისთვის მისაღები ფასებით.
„ეს არ უნდა იყოს 200 ევროზე მეტი და არ უნდა იყოს ის კატასტროფული ფასები, რომელზეც ყველას გვსმენია. ამიტომ, ეკონომიკის სამინისტრომ მიიღოს დავალებად, რომ ეს არ უნდა განახორციელოს ერთმა ავიაკომპანიამ. უნდა იყოს რამდენიმე ავიაკომპანია და პირველ რიგში ეს მორგებული უნდა იყოს ჩვენს ემიგრანტებზე, ჩვენს მოქალაქეებზე, რომლებიც სასწრაფოდ გამოსაყვანი გვყავს სხვადასხვა ქალაქიდან. ამიტომ, ორშაბათს, შესაბამის საინფორმაციო რესურსებზე უნდა არსებობდეს კონკრეტული ქალაქებიდან რეისების განრიგი, უახლოეს პერიოდში რომელი ქალაქებიდან დაიწყება საქართველოს მთავრობის მიერ ემიგრანტების გამოყვანა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მათთვის მისაღებ ფასად. რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, ეს არ უნდა იყოს ერთი ავიაკომპანია, უნდა იყოს რამდენიმე ავიაკომპანია და თუ შეიძლება, უზრუნველყავით კონკურენციის ელემენტარული დონე მაინც“, - მიმართა პრემიერ მინისტრმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.