(გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ფოტო: მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელი ჯიღაურა, სადაც საკოლექციო ნარგაობაში ვაზის 450 ქართული და 350 უცხოური ჯიშია დაცული, მათ შორისაა ქართული ვაზის უნიკალური და იშვიათი ჯიშების კოლექცია).
საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამების გაფართოებაზე ისაუბრა.
„ჩვენს მევენახეებს ისევე, როგორც სხვა სექტორებს, ჩვენ ანტიკრიზისული დახმარება გავუწიეთ, რაზეც შემდეგ მთავრობის სხდომაზე ვიმსჯელებთ, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.
პრემიერ მინისტრის თქმით, სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამებს აფართოებს და არსებულ დარგებს ყურძნის გადამუშავებაც ემატება. მისივე განცხადებით, ეს იქნება ეფექტური მხარდაჭერის პაკეტი მევენახეებისთვის.
„ჩვენ განვიხილავთ ცვლილებებს სოფლის მეურნეობის პროგრამებში. ამ ცვლილების მიზანი გახლავთ ის, რომ ადგილობრივი წარმოების მხარდასაჭერად, სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამებს აფართოებს და შეჰყავს ახალი დარგები. ისეთი, როგორიც არის თხილის გადამუშავება, ჩაის წარმოება, სასურსათო წარმოება, დამატებული იქნება ყურძნის გადამუშავებაც. მოგეხსენებათ, რთველის პერიოდი მოდის, ამაზე ჩვენ შემდეგ მთავრობის სხდომაზე ვიმსჯელებთ. ჩვენს მევენახეებს ისევე, როგორც სხვა სექტორებს, ჩვენ ანტიკრიზისული დახმარება გავუწიეთ, რაზეც შემდეგ მთავრობის სხდომაზე ვიმსჯელებთ. ეს იქნება ეფექტური მხარდაჭერის პაკეტი, ჩვენი მევენახეებისთვის“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.