კითხვის ნიშნები აღარ არის, რომ ლართან მიმართებაში მოლოდინები, როგორც ჩვენ ვამბობდით, იყო გადაჭარბებული - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა.
როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა ბათუმში ჟურნალისტებს განუცხადა, ლარის კურსი იყო ზედმეტად გაუფასურებული და საშუალოვადიან პერიოდში ლარი უნდა გამყარდეს.
"კითხვის ნიშნები აღარ არის, რომ ლართან მიმართებაში მოლოდინები, როგორც ჩვენ ვამბობდით, იყო გადაჭარბებული. კურსი, რომელიც ჩვენ გვქონდა იყო ზედმეტად გაუფასურებული. გუშინწინ ეროვნულმა ბანკმა 40 მილიონი დოლარის ინტერვენცია განახორციელა, თუმცა ბაზარმა მხოლოდ 27 მილიონი იყიდა და 13 მილიონი დოლარი დარჩა გაუყიდავი. გიდასტურებთ, რომ საშუალოვადიან პერიოდში ლარის კურსი უნდა გამყარდეს", - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3882 ლარი გახდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.