პროფესიული სასწავლებლის სტუდენტებისთვის სავალდებულო სამხედრო სამსახური ერთჯერადად გადავადდება
02-07-2020, 15:43

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მთავრობა პარლამენტს პროფესიული სასწავლებლის სტუდენტებისთვის სავალდებულო სამხედრო სამსახურის ერთჯერადად გადავადების ინიციატივით მიმართავს, - ცვლილებები, პრემიერ-მინისტრის დაპირების შესაბამისად, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა წარადგინა.

 


როგორც გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ცვლილებები ხელს შეუწყობს ქვეყანაში პროფესიული განათლების განვითარებას და ამავდროულად, ხელს არ შეუშლის სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის პროცესს.

 


„პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას გავეცით დაპირება, პროფესიული სასწავლებლის სტუდენტებისთვის სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის ერთჯერადად გადავადების შესახებ და დღეს შესაბამის კანონში ცვლილებებს განათლების სამინისტრო წარმოადგენს. ეს, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს ქვეყანაში პროფესიული განათლების განვითარებას და ასევე არ შეუშლის ხელს გაწვევის პროცესს. ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ ერთჯერადი გადავადება. მოგეხსენებათ, პროფესიულ განათლებაში კურსები არის 12 ან 24-თვიანი და რაც მთავარია, პროფესიულ განათლებაში სტუდენტები მიდიან 15 წლიდან. ასე, რომ ეს ვერ გახდება სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან თავის არიდების ინსტრუმენტი, რამეთუ ეს იქნება ერთჯერადი გადავადება და ჩვენს ახალგაზრდებსაც მივცემთ შესაძლებლობას, შეიძინონ პროფესია“, - აღნიშნა პრემიერ მინისტრმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი