ეროვნულმა ბანკმა დოლართან, ევროსთან, გირვანქა სტერლინგთან და სხვა უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა
02-07-2020, 17:03

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (2 ივლისი, 2020) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0104 პუნქტით გამყარდა.

 

 

1 აშშ დოლარის ფასმა 3.0463 ლარი შეადგინა. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ძველი კურსის (1 ივლისი, 2020) მიხედვით 1 აშშ დოლარი 3.0567 ღირდა.

 

 

0.0134 პუნქტით გაუფასურდა ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაში და მისი ღირებულება 3.4381 ლარი გახდა. ძველი კურსით, 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.4247 ლარი იყო.

 

 

0.0196 პუნქტით გაუფასურდა ეროვნული ვალუტის კურსი ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან და მისი ღირებულება 3.8124 ლარი გახდა. ძველი კურსით, 1 გირვანქა სტერლინგის ოფიციალური ღირებულება 3.7928 ლარი იყო.

 

 

დღეს გამართულ სავალუტო აუქციონზე საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 20 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. ამის შესახებ სებ-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

 

 

საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.0417 შეადგინა.

 

 

ეროვნული ბანკის მხრიდან წელს ეს უკვე რიგით მერვე სავალუტო ინტერვენციაა. ცენტრალურმა ბანკმა 2020 წელს სავალუტო რეზერვებიდან, დღევანდელი აუქციონის ჩათვლით, ჯამში უკვე 229 650 000 დოლარი გაყიდა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი