დიდუბის რაიონში, ჭიაურელის ქუჩის ზედა ნაწილის კეთილმოწყობა მიმდინარეობს
02-07-2020, 17:55

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დიდუბის გამგეობა, რაიონის მასშტაბით, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას განაგრძობს. ამ ეტაპზე, სხვადასხვა ობიექტთან ერთად, ჭიაურელის ქუჩის ზედა ნაწილის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, სადაც ახალი საბავშვო ბაღი აშენდა.

 


სამუშაოების შედეგად, 4 170 კვ.მ ფართობზე ასფალტის ახალი საფარი დაიგება, მოწესრიგდება საფეხმავლო ტროტუარი და ბორდიური. ამ დროისთვის, ასფალტის დასაგებად ტერიტორიაზე საფუძვლის მომზადების სამუშაოები მიმდინარეობს.

 


პროექტს, გამგეობის დაკვეთით, ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ბი ემ სი“ 166 000 ლარის ღირებულების ფარგლებში ახორციელებს.

 


დიდუბის გამგეობამ უკვე დაასრულა ჭიაურელის ქუჩის ქვედა ნაწილის სარეაბილიტაციო სამუშაოები, ქუჩაზე გასულ წელს სანიაღვრე ქსელიც მოეწყო. პროექტის განხორციელებამ ადგილობრივ მოსახლეობასა და მიმდებარედ განთავსებულ სამედიცინო დაწესებულებებს დიდი ხნის პრობლემა გადაუჭრა.

მიმდინარე სამუშაოებს დიდუბის რაიონის გამგებელი ირმა ზავრადაშვილი საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატთან, თარაშ შურღაიასთან ერთად გაეცნო.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი