თბილისის მერია რამდენიმე ბიუსტისა და მემორიალის ესკიზების კონკურსს აცხადებს
02-07-2020, 18:59

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

GUARDIAN.GE-ის ფოტო 

 

თბილისის მერია გრიგოლ რობაქიძისა და დიმიტრი ყიფიანის ბიუსტების ესკიზების კონკურსს აცხადებს. ასევე, ცხადდება კონკურსი ზვიად გამსახურდიას სახელობის მემორიალისჟიული შარტავასა და გურამ გაბესკირიას ბიუსტების/მემორიალისესკიზებზე. 

 

 

საკონკურსო წინადადების თანახმად, გრიგოლ რობაქიძის ბიუსტი მისივე სახელობის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდება. ესკიზისა და ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაციის წინადადების შესარჩევი საკონკურსო პირობები თბილისის მერიის ვებგვერდზეა განთავსებული. 

 

 

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ, როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის ცალკეულ ავტორს ან/და ავტორთა ჯგუფს, ფიზიკური ან/და იურიდიული პირის სტატუსით. საკონკურსო მასალებ შეაფასებს და გამარჯვებულს გამოავლენსთბილისის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების (N1-347) საფუძველზე შექმნილი კომისია

 

 

დიმიტრი ყიფიანის ბიუსტი თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მისივე სახელობის დარბაზში განთავსდება. ესკიზისა და ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაცია და საკონკურსო პირობები თბილისის მერიის ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი. 

 

 

კონკურსის ამოცანა საზოგადოებრივი და პროფესიული ინტერესების გათვალისწინებით, ბიუსტის საუკეთესო ესკიზური ნამუშევრისა და მის განსახორციელებლად ოპტიმალური სახარჯთაღრიცხვო წინადადების გამოვლენა. მასში მონაწილეობა ამ შემთხვევაშიც, როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის ცალკეულ ავტორს ან/და ავტორთა ჯგუფს შეუძლია. 

 

 

რაც შეეხება ზვიად გამსახურდიას სახელობის მემორიალს, საკონკურსო წინადადების თანახმად, იგი მისივე სახელობის სანაპიროზე (მტკვრის მარჯვენა სანაპირო) განთავსდება. ესკიზის შესარჩევი საკონკურსო პირობები თბილისის მერიის ვებგვერდზეა განთავსებული. 

 

 

კონკურსი ცხადდება ღიად, ხოლო წარმოდგენილი წინადადებების შეფასება განხორციელდება ფარული წესით. მასში მონაწილეობა შეუძლიათ, როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის ცალკეულ ავტორებს

 

 

საქართველოს ეროვნული გმირების - ჟიული შარტავასა და გურამ გაბესკირიას ბიუსტები/მემორიალი შარტავას ქუჩაზე არსებულ სკვერში ან/და . კოსტავასა და ს. ჩიქოვანის ქუჩების კვეთაზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მომიჯნავე ტერიტორიაზე განთავსდება. ესკიზისა და ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაციის შესარჩევი პირობები აღნიშნულ შემთხვევაშიც, თბილისის მერიის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. 

 

 

აღნიშნულ კონკურსში მონაწილეობა წინა კონკურსების მსგავსად, როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის ცალკეულ ავტორს ან/და ავტორთა ჯგუფს შეუძლია, ფიზიკური ან/და იურიდიული პირის სტატუსით. საკონკურსო მასალის წარდგენა და კონკურსის საქმიანობის წარმოება მოხდება ქართულ ენაზე.

 

 

საკონკურსო წინადადებების მიღება-რეგისტრაცია ყველა შემთხვევაში, ხორციელდება კონკურსის გამოცხადებიდან 60 კალენდარული დღის განმავლობაში. საკონკურსო კომისია მონაწილეთაგან თითო გამარჯვებულს გამოავლენს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი