საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ჰუბერტ კნირშს შეხვდა
02-07-2020, 19:31

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ შეხვედრა გამართა გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ჰუბერტ კნირშთან.
 


მთავრობის მეთაურმა გერმანელ ელჩს ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობა მიულოცა, რომელიც ქვეყანამ გუშინ, 6 თვით გადაიბარა. გერმანიის ელჩის თქმით, თავმჯდომარეობის პერიოდში, ევროკავშირის დღის წესრიგში არსებულ პოლიტიკურ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად მთავარი პრიორიტეტი ევროპის ქვეყნების მიერ ჩოვიდ-19-ის პანდემიის შედეგების დაძლევა იქნება.
 


აგრეთვე, ჰუბერტ კნირშმა აღნიშნა, რომ საქართველოს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი პოზიტიური შედეგები პანდემიასთან ბრძოლის მიმართულებით და ამ ბრძოლაში ხაზგასასმელია როგორც ქვეყნის ხელისუფლების გადაწყვეტილებები, ისე საქართველოს მოქალაქეების ძალისხმევა.


 
თავის მხრივ, პრემიერ მინისტრმა გერმანელ ელჩს მადლობა გადაუხადა აღიარებისთვის, ნდობისთვის და სტრატეგიული პარტნიორობისთვის, რასაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ევროკავშირის მიერ საქართველოს იმ 15 ქვეყანას შორის დასახელება, რომლებზეც საზღვრების გახსნის რეკომენდაციას გასცემს.


 
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ჩოვიდ-19-ის გავრცელების თვალსაზრისით, ევროკავშირის მხრიდან საქართველოს როგორც უსაფრთხო ქვეყნად შეფასება დიდი შესაძლებლობაა, რომელიც გონივრულად და თანმიმდევრულად უნდა იქნას გამოყენებული. შეხვედრისას, ყურადღება გამახვილდა იმ ფაქტზე, რომ საქართველო განაგრძობს მუშაობას ევროკავშირის წევრ კონკრეტულ სახელმწიფოებთან, რათა  კოორდინირებულად და ეტაპობრივად შესაძლებელი გახდეს უსაფრთხო მიმოსვლა. ხაზი გაესვა, რომ საქართველოს ხელისუფლებისთვის ნომერ პირველ პრიორიტეტად რჩება მოქალაქეების უსაფრთხოება და ჯანმრთელობა.


 
აღინიშნა გერმანიის და ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი, აგრეთვე ერთგულება ევროინტეგრაციის პროცესების მიმართ და საიმედო პარტნიორობა - ეკონომიკური თვალსაზრისით.
 


შეხვედრას მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ნათია მეზვრიშვილი და პრემიერ მინისტრის მრჩეველი საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში ირაკლი ჩიქოვანი ესწრებოდნენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი