ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ბიურო (ეუთო/დიაუბ-ი) და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა აცხადებენ, რომ ბაქოს მიერ შექმნილი შეზღუდვები ამ ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნების სარწმუნო დაკვირვებას შეუძლებელს ქმნის.
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტის ელმარ მამედიაროვის მიერ სადამკვირვებლო მისასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების შემდეგ, რომელშიც მინისტრი მკაცრად აკრიტიკებდა აზერბაიჯანში დამკვირვებლთა 400-წევრიანი მისიის გაგზავნის შესახებ ეუთო/დიაუბ-ის გადაწყვეტილებას, ეუთო-ს ოფიციალურ საიტზე გამოჩნდა საპასუხო განცხადება. ამ განცხადებით ეუთო/დიაუბ-ი და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა 1 ნოემბერს აზერბაიჯანში ჩასატარებელ საპარლამენტო არჩევნებზე დამკვირვებლების გაგზავნაზე ფაქტობრივად უარს ამბობენ.
“აზერბაიჯანის ხელისუფლებამ ჩვენი ტრადიციული პარტნიორის დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ბიურო-ს სამუშაოები შეზღუდა. ამის შედეგად ბიურომ, აზერბაიჯანში შესასრულებელი სადამკვირვებლო მისიის გაუქმება გადაწყვიტა. ასეთ ვითარებაში, როცა ჩვენთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე და მჭიდრო კავშირში მყოფი დიაუბ-ი არჩევნების მსვლელობას ვერ დააკვირდება, ჩვენც აზერბაიჯანის არჩევნების დაკვირვებაზე უარს ვამბობთ”- აცხადებს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ილკა კანერვა.
tvfree.ge
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.