იტალიამ საქართველოს მოქალაქეებისთვის საზღვრები გახსნა.
იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, კორონავირუსისეპიდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები ევროკავშირის არაწევრ 14 სახელმწიფოს შეუმსუბუქდება, მათ შორისაა: ალჟირი, ავსტრალია, კანადა, საქართველო, იაპონია, მონტენეგრო, მაროკო, ახალი ზელანდია, რუანდა, სერბეთი, სამხრეთ კორეა, ტაილანდი, ტუნისი და ურუგვაი.
იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ შეზღუდვების შემსუბუქების ფონზე იტალიამ ფრთხილი გზა აირჩია. ქვეყანა ძალაში ტოვებს თვითიზოლაციისა და შენგენის ზონის გარე ქვეყნებიდან ჩასული ადამიანების ჯანმრთელობაზე დაკვირვების ზომებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.