დიდუბის რაიონში, ცაბაძის ქუჩის რეაბილიტაცია დასკვნით ეტაპზეა. 4 700 კვ.მ ფართობზე ასფალტის პირველი ფენა უკვე დაიგო, მოწესრიგდა საფეხმავლო ტროტუარი და ბორდიური.
ამ დროისთვის, ასფალტის მეორე ფენის დაგების სამუშაოები მიმდინარეობს და ამით ქუჩის რეაბილიტაცია სრულდება. აღნიშნულ ქუჩაზე კომპანიამ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაცია განახორციელა - დაზიანებული წყლის მილები ახლით შეცვალა, რის შემდგომაც გამგეობამ ასფალტის საფარის მოწესრიგება დაიწყო.
ასფალტის მოწესრიგების სამუშაოებს შპს „ჯე-ბილდინგ გრუპი“ 250 000 ლარის ღირებულების ფარგლებში ახორციელებს. ცაბაძის ქუჩაზე მიმდინარე პროცესს დიდუბის რაიონის გამგებელი ირმა ზავრადაშვილი გაეცნო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.