გიორგი გახარია საარჩევნო სისტემის რეფორმაზე: „აქ არ იმარჯვებს რომელიმე პოლიტიკური ძალა, ესაა ქვეყნის გამარჯვება“
03-07-2020, 15:06

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საარჩევნო სისტემა და პროპორციული საარჩევნო სისტემა, განსაკუთრებით, საპარლამენტო რესპუბლიკის პირობებში, სისტემური რეფორმაა და, რა თქმა უნდა, საყოველთაო კონსესუსი პოლიტიკური მოთამაშეების, აქტორების, აქ იქნებოდა ქვეყნის გამარჯვება. აქ ხომ არ იმარჯვებს რომელიმე პოლიტიკური ძალა, რასაც ახლა ჩვენ მივაღწიეთ ესაა ქვეყნის გამარჯვება, საქართველოს შემდგომი დემოკრატიზაციის და ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის გარანტი, რაც მოხდა ბოლო 2 კვირის განმავლობაში, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ ქუთაისში, ჟურნალისტის კითხვის პასუხად, რომელიც საარჩევნო სისტემის რეფორმას შეეხებოდა. 

 

 

მისივე თქმით, ეს არის შესაძლებლობა, რომ ქვეყანაში პოლიტიკურ კულტურასთან, განვითარებასთან ერთად პოლიტიკური ელიტები შეიცვალონ, ახალგაზრდები მოვიდნენ პოლიტიკაში.

 

 

„ყველას ახსოვს, რომ 90-იანებიდან დაწყებული ჩვენი პოლიტიკური სისტემის ოცნება იყო პროპორციული სისტემა. ეს არის შესაძლებლობა, რომ ქვეყანაში პოლიტიკურ კულტურასთან, განვითარებასთან ერთად პოლიტიკური ელიტები შეიცვალონ, ახალგაზრდები მოვიდნენ პოლიტიკაში და დარწმუნებული ვარ, რომ თითოეული ჩვენგანი, უახლოესი წლების განმავლობაში, ამ ცვლილებას იგრძნობს, ეს არ იქნება მარტივი, იქნება საკმაოდ რთული, მაგრამ ერთმნიშვნელოვნად ქვეყნის შემდგომი დემოკრატიზაციისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის ეს იყო აუცილებელი ნაბიჯი, რომელიც ჩვენ გადავდგით. ყველა ადამიანმა, პოლიტიკურმა ძალამ მსგავსი სისტემური, ფუნდამენტური საკითხების გადაწყვეტის დროს, რა თქმა უნდა, სასურველია, რომ პირადი ინტერესები გადადონ მეორე პლანზე და ქვეყნის ინტერესებიდან გამოდიოდნენ,"- განაცხადა პრემიერმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი