ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ჭავჭავაძის გამზირი N83-ში დასასვენებელი სივრცის მოწყობის პროექტი დაიწყო. აღნიშნულ ტერიტორიაზე კეთილმოწყობილი მოედნის განთავსება ადგილობრივი მცხოვრებლების თხოვნა იყო.
მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად, ეზოში განთავსდება საბავშვო-გასართობი მოედანი, დამონტაჟდება სხვადასხვა ტიპის ატრაქციონი, მოსასვენებელი პავილიონი, ასევე, სხვა შესაბამისი ურბანული ავეჯი და თარგები. მოედნის საფუძველზე მოეწყობა ჰიდროიზოლაცია და დრენაჟი, რაც ტერიტორიაზე წვიმის დროს წყლის დაგროვებას გამორიცხავს. სამუშაოების საწყის ეტაპზე, ადგილზე ვაკის რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე იმყოფებოდა.
„აქ მცხოვრები მოქალაქეების დიდი თხოვნა იყო კეთილმოწყობილი სივრცის შექმნა ბავშვებისთვის და ზრდასრულებისთვის. გასულ წელს, ჩვენი დავალებით, მომზადდა პროექტი, ამჟამად კი, უკვე დაიწო ამ პროექტის განხორციელება. გათვალისწინებულია ყველა დეტალი, იმისთვის რომ ადამიანებმა კომფორტულად იგრძნონ თავი ამ სივრცეში. პროექტის ვიზუალურ მასალაშიც ჩანს, როგორი ორიგინალური და ლამაზი იქნება ეს ეზო”, - განაცხადა ნოდარ ტურძელაძემ.
დასასვენებელი სივრცის პროექტის ღირებულება 325 560 ლარს შეადგენს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.