საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები, ინგლისში მიმდინარე მსოფლიოს თასის გათამაშების ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში, დღეს საღამოს გლოსტერში, თბილისის დროით 19:45 საათზე, არგენტინის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება.
საქართველო-არგენტინის ნაკრებების შეხვედრას პირდაპირ ეთერში საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი გადასცემს.
თამაშის წინა დღეს ორივე გუნდმა ტრადიციული კაპიტნის ვარჯიში გამართა, შემდეგ კი, წინა-სამატჩო პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების შეკითხვებს საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა, მოთამაშეებმა დავით კაჭარავამ და თამაზ მჭედლიძემ უპასუხეს.
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები C ჯგუფში ახალი ზელანდიის, ტონგას, არგენტინისა და ნამიბიის ნაკრებებთან ერთად თამაშობს, მეოთხედფინალში პირველ-მეორე ადგილებზე გასული გუნდები გადიან. ამ დროისთვის ჯგუფში პირველ ადგილზეა ახალი ზელანდია 9 ქულით, 4 ქულა აქვს საქართველოს, 1 ტონგას, დანარჩენებს 0-0.
რაგბის მსოფლიოს თასზე საქართველოს ნაკრებმა პირველი შეხვედრა ტონგასთან 21 სექტემბერს გამართა და ანგარიშით 17:10 მოიგო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.